მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი ბოლო დროს უმეტესწილად საზღვარგარეთ არის, ქალიშვილთან ერთად. დედა-შვილი ფოტოებს აქვეყნებდა იტალიის სხვადასხვა ქალაქიდან, საფრანგეთიდან, დუბაიდან. გავრცელებული ხმების თანახმად, შორენას გვერდით არის ქართველი ბიზნესმენი, რომელიც მასზე 23 წლით უფროსია და სწორედ ის ცდილობს საყვარელი ქალის განებივრებას ძვირფასი საჩუქრებით და საინტერესო მოგზაურობებით.
შორენა ახალ წელსაც საქართველოს ფარგლებს გარეთ - დუბაიში შეხვდა. მის გვერდით იყვნენ მისი ქალიშვილი ევა ბარბაქაძე და მისი და - ლელა, რომელიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს შორენას და ევას ცხოვრებაში.
ასევე შობასაც შორენა დასთან და ქალიშვილთან ერთად, დუბაიში შეხვდა.