ჯერემი მიქსი სრულიად მოულოდნელად გახდა ცნობილი. 2014 წელს მისი ფოტო პოლიციის განყოფილებიდან ინტერნეტში გავრცელდა და რამდენიმე საათში ინტერნეტმომხმარებლებში ნამდვილი ფურორი მოახდინა. აუდიტორიამ დაუღალავად აზიარა მისი ფოტო და "ყველაზე სიმპათიური დამნაშავეც" უწოდა.
მიქსი დისფუნქციურ ოჯახში დაიბადა. ნარკომანი მშობლები ჰყავდა და მამამისი მკვლელობისთვისაც დააპატიმრეს, როდესაც ჯერემი ცხრა თვის იყო. 15 წლის ასაკში მიქსი სახლიდან გაიქცა, ქუჩაში ცხოვრებამ კი ის მალევე მიიყვანა კრიმინალურ ბანდებთან. მალევე არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრში მოხვდა.
არასრულწლოვანთა საპატიმროში ყოფნამ უფრო მაჩვია ძალადობრივ სამყაროს. "არ მქონდა ფორმალური განათლება და ალბათ მეხუთეკლასელის დონეზე ვკთხულობდი, როცა ციხეში წავედი", - იხსენებს მიქსი.
2002 წელს მიქსს ბრალი წაუყენეს ძარცვაში და 16 წლის ბიჭზე თავდასხმისთვის, როდესაც თავად18 წლის იყო. მან ცხრა წელი ცნობილ სან კვენტინის შტატის ციხეში, მაქსიმალური უსაფრთხოების სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარა, სადაც ამერიკის ყველაზე საშიში კრიმინალები არიან თავმოყრილნი. მასთან ერთ საკანში იხდიდა სასჯელს ცნობილი სერიული მკვლელი ჩარლზ მენსონი.
2014 წელს გათავისუფლების შემდეგ მიქსს ისევ შეექმნა კანონთან პრობლემა და ის იარაღის უკანონოდ ბრალდებით დააკავეს. სწორედ ამ დაკავების შემდეგ გადაიღეს ცნობილი ფოტო.
ციხეში ყოფნისას მიქსი დღეში 300-მდე წერილს იღებდა, ხალხი მას წიგნებში ჩამალულ ფულს უგზავნიდა. ციხეში ყოფნისას 45 სამოდელო კონტრაქტი გააფორმა სხვადასხვა კომპანიასთან.
გათავისუფლების შემდეგ ყოფილი კრიმინალი რეალურად გახდა მოდელი და რამდენიმე ფილმში ითამაშა. მიქსი ამჟამად ავტობიოგრაფიული წიგნის გამოსაცემად ემზადება და უკვე გეგმავს მოლაპარაკებას მისი მემუარების კინოადაპტაციაზე.
ჯერემის ორი ბიოლოგიური ვაჟი ჰყავს. მიქსი მელისა მიქსზე იყო დაქორწინებული 2008 წლიდან 2018 წლამდე. მათ ვაჟი, ჯერემი უმცროსი შეეძინათ და მიქსი ასევე მეუღლის პირველი ორი შვილის მამინაცვალი გახდა წინა ქორწინებიდან.
2017 წელს მიქსმა რომანი Topshop-ის მემკვიდრე ქლოე გრინთან გააბა, რის შემდეგაც მეუღლეს დაშორდა. 2018 წლის მაისში წყვილს ვაჟი, ჯადენ მიქს-გრინი შეეძინა, თუმცა 2019 წელს ეს ურთიერთობაც დაინგრა.
დღეს მიქსი მედია ფიგურად რჩება - ესწრება სოციალურ ღონისძიებებს, ჩნდება სატელევიზიო შოუებსა და ფილმებში, ხშირად აძლევს ინტერვიუებს.