14 იანვარს საქართველოში ბევრი ადამიანი ძველით ახალ წელს აღნიშნავს. შესაბამისად, ძველი სტილის მიხედვით, წლის აღნიშვნასთან დაკავშირებული ტრადიციები და წეს-ჩვეულებები დღემდე გრძელდება. განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებს აქვთ გარკვეული რიტუალები, თუ როგორ უნდა აღვნიშნოთ ეს დღე სწორად.
ძველით ახალი წელი კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ საყვარელ ადამიანებთან და ოჯახის წევრებთან ერთად სადღესასწაულო განწყობა შევიქმნათ და დრო სასიამოვნოდ გავატაროთ. რეკომენდაციები, რომლებიც 31 დეკემბრისთვის არსებობს, ძველით ახალი წლისთვისაც კვლავ აქტუალურია.
იმისათვის, რომ თქვენი ოცნებები ასრულდეს, წარმატება და იღბალი მოიზიდოთ, შეგიძლიათ, რამდენიმე რიტუალი ჩაატაროთ:
- მაგალითად, პატარა ფურცელზე დაწერეთ თქვენი სანუკვარი ოცნების შესახებ, დაწვით, ფერფლი შამპანურიან ჭიქაში ჩაყარეთ და დალიეთ. ასევე, შეგიძლიათ, 13 იანვრის ღამეს, ფურცელი, რომელზეც თქვენი ოცნებების შესახებ დაწერთ, ბალიშის ქვეშ დადოთ და ისე დაიძინოთ. ითვლება, რომ ამ გზით სამყაროს თქვენი სურვილების შესახებ უფრო მკაფიოდ გააგონებთ.
- ასევე, კენკრა სიმდიდრის, სიყვარულისა და ბედნიერების სიმბოლოდ ითვლება. ამიტომ, ძველით ახალი წლის საღამოს, შეგიძლიათ, მიირთვათ.
- გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი რიტუალი - შუაღამეს კარის გაღებით წარმატებასა და კეთილდღეობას მოიზიდავთ.
- ძველით ახალ წელსაც შეგიძლიათ, ნაძვის ხეზე ფული დაკიდოთ. ითვლება, რომ ამ გზით სახლში სიმდიდრეს მოიზიდავთ.
რა არ უნდა გააკეთოთ ძველით ახალ წელს?
- ჩხუბი, ნეგატიური ფრაზების თქმა, შურისა და აგრესიის გამოხატვა არ შეიძლება. ითვლება, რომ ეს ემოცია მთელი წლის განმავლობაში გაგყვებათ.
- გახსოვდეთ, თუ გსურთ, 2025 წელი თქვენთვის მშვიდი და ჰარმონიული იყოს, შეეცადეთ, ამ დღეს დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, ზედმეტად არ გადაიღალოთ და არც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების განხორციელება გადაწყვიტოთ.