ტელეწამყვან ნუკი კოშკელიშვილს არაერთხელ უსაუბრია იმ აგრესიასა და ბოღმაზე, რითაც სავსეა სოციალური ქსელი. საზოგადოების მხრიდან არაეთიკურ შეფასებებსა და იმ კომენტარებზე, რომლებიც, მისი თქმით, გულს ძალიან სტკენს და ანერვიულებს, ცოტა ხნის წინ გადაცემა "პრაიმშოუშიც" ისაუბრა:
"გახდომა-გასუქებაზე შეკითხვები არ მაღიზიანებს, იმიტომ, რომ თავად სულ ვარ ამ სტერეოტიპების მსხვერპლი. იყო პერიოდი, როდესაც ამაზე ვლაპარაკობდი, მერე შემარცხვინეს და მითხრეს, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც მართლა აქვთ წონის პრობლემა და შენ რატომ ლაპარაკობ ამაზეო. შემრცხვა და გავჩუმდი. მერე ვიგრძენი, რომ მე არ ვგრძნობ თავს კომფორტულად და ისევ გავაგრძელე ლაპარაკი. ეს იმდენად არ მაღიზიანებს. ყველაზე მეტად მე პირადად გულზე მხვდება, როდესაც ჩემს შვილს ეხებიან. ჩემი შვილი დიდი ხნის განმავლობაში არ საუბრობდა. მქონდა დიდი პრობლემები. მეკითხებოდნენ: "ქართულად ლაპარაკობს?" გეგონება, ეს ჩემი არჩევანია, რომ ჩემმა შვილმა ქართულად არ უნდა ილაპარაკოს. გარცხვენენ, მერე გტკივა, ცდილობ, რომ დააძალო... ცოტახნის წინ ორსულად ვიყავი და მუცელი მომეშალა. ათასი ქალბატონი გამოჩნდა, რომლებმაც მომწერა, მუცელი იმიტომ მოგეშალა, რომ დარბიხარო, "აბა, რა გეგონა, რომ ვარჯიშობდი?!", "ასეთი ცხოვრების წესით რომ ცხოვრობ, რა თქმა უნდა, მოგეშლებოდა..." ეს ძალიან მტკენდა გულს. არ არსებობს დედა, რომელსაც დედობის კომპლექსი არ აქვს. ჩვენ ყველას გვგონია, რომ დედებად არ "ვვარგივართ". ყველა დედა ფიქრობს, რომ შვილს ყურადღებას საკმარისად არ აქცევს. 24 საათი სახლში ვარ, ჩემს შვილთან და დანაშაულის შეგრძნება მეც კი მაქვს. ამაზე კიდევ სხვა ქალბატონები ხაზს რომ გისვამენ, ეს დამანგრეველია. ზოგიერთ ცნობილ ადამიანს რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი, რა მაგარ ბინაში ცხოვრობს, რა მაგარი ჩანთა აქვს, რა მაგარ მანქანაზე ზის, რა მაგარი ბავშვი ჰყავს, მერე მივხვდი, რომ ეს მაკომპლექსებდა. ამ დროს მეც ხომ ცოტათი ცნობილი ვარ, ერთ-ოთახიან ბინაში ვცხოვრობ, არც ერთი ძალიან მაგარი ჩანთა არ მაქვს, ბავშვი ძლივს ლაპარაკობს, მეც მაქვს გასუქება-გახდომაზე პრობლემები და ჩემს გამომწერებს არ ვატყუებ და არაფერს ვფუთავ. ჩემი გამომწერებისაგან ძალიან დიდ სითბო მოდის, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა, ადამიანმა აბსოლუტურად უბოროტოდ გითხრას რაიმე. მაგალითად: "რატომ არ საუბრობს შენი შვილი ქართულად?" მაგრამ ჩემზე ეს ძალიან მოქმედებს. ყველას სათითაოდ ყველაფერს ვერ აუხსნი", - ამბობდა მაშინ ნუკი.
ამჯერად ვიდეომიმართვა ჩაწერა იმ ადამიანების მისამართით, რომლებსაც არასდროს არაფერი მოსწონთ და ყველაფერს აკრიტიკებენ.