ლოს-ანჯელესში ძლიერი ქარი ხანძრის ლოკალიზების საშუალებას არ იძლევა. მთავრობა ადამიანების ევაკუაციაზე და გადარჩენაზეა კონცენტრირებული. 7 იანვრის შემდეგ ხანძარი არ ცხრება. სიტუაციამ კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია, რასაც ხელს უწყობს სანტა-ანას ძლიერი ქარიშხლები, ექსტრემალური გვალვა და ამინდის მკვეთრი ცვლილებები, რამაც ხანძარი გამოიწვია. თავდაპირველად ლოს-ანჯელესის სიახლოვეს ტყეს გაუჩნდა ცეცხლი, რომელიც შემდეგ დასახლებულ ადგილებზე გავრცელდა.
ლოს-ანჯელესის ზარალი, პირველადი მონაცემებით, 57-60 მლრდ დოლარია. გარდაცვლილი ამ ეტაპზე ხუთი ადამიანია. ამჟამად მასობრივი ევაკუაცია მიმდინარეობს. ქალაქის მცხოვრებნი 8 იანვრიდანა ელექტროენერგიისა და ცხელი წყლის გარეშე არიან. ბევრმა მოქალაქემ უკვე დატოვა სახლები და უსაფრთხო ადგილებში გადავიდა.
ლოს-ანჯელესში ბევრი ვარსკვლავის სახლია, რომელთაგან ზოგიერთი უკვე დაიწვა. მაგალითად, დაეწვათ სახლები პერის ჰილტონს, ტომ ჰენკსს, ენტონი ჰოპკინსს, ბენ აფლეკს, ლეონარდო დი კაპრიოს, ჰარისონ ფორდს და სხვებს.
სულ დაახლოებით 1000 შენობაა განაადგურებული.
ხანძრის სწრაფი გავრცელების ერთ-ერთ მიზეზად იმასაც ასახელებენ, რომ ლოს-ანჯელესში ჩვეულებრივი მოქალაქეების სახლების უმრავლესობა ხისგან არის აგებული, რათა მკაცრი სეისმური ნორმების შესაბამისი იყოს.
ხანძარი მიუახლოვდა ჰოლივუდის ბულვარს და დიდების ხეივანს. ყველა წვეულება "ოქროს გლობუსის" მერე გადაიდო, "ოსკარის" ცერემონია კი რამდენიმე დღით გადადეს.