ნაძვის ხე ახალი წლის განუყოფელი ნაწილია და ბევრი ადამიანი მის ასაწყობად საგანგებოდ ემზადება, სახლში ყველაზე საინტერესო სივრცეს ეძებს, რომ იქ განათავსოს, ყიდულობს უამრავ სათამაშოსა და განათებას და სურს, განწყობა შეიქმნას.
თუმცა, ნელ-ნელა საახალწლო არდადეგები დასასრულს უახლოვდება და დგება დრო, როცა ნაძვის ხე უნდა ავიღოთ და მომდევნო წლისთვის შევინახოთ. თურმე არსებობს წესები, რომლებიც ნაძვის ხის აღებასთან დაკავშირებით უნდა გავითვალისწინოთ, თუ გვინდა, რომ სახლში წარმატება და იღბალი მოვიზიდოთ. ეს, პირველ რიგში, თარიღს ეხება.
აღსანიშნავია, რომ 14 იანვარს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ. ამიტომ, ის წესები, რომლებსაც 31 დეკემბრისთვის ვიყენებთ, კვლავაც აქტუალურია. ითვლება, რომ ნაძვის ხე ძველით ახალ წელსაც უნდა იდგეს სახლში.
არსებობს ტრადიცია, რომ ნაძვის ხე სახლში 19 იანვრამდე, ნათლისღებამდე უნდა გვქონდეს. ნათლისღების შემდეგ შობის პერიოდი მთავრდება და მასთან ერთად ნაძვის ხის მიერ შექმნილი სადღესასწაულო ატმოსფეროც ქრება.
გარდა ამისა, არის ერთი ასეთი ხალხური წარმოდგენა - თუ ნაძვის ხეს წიწვები სცვივა და იშლება, ის რაც შეიძლება, მალე უნდა აიღოთ. ცუდის ნიშნად განიხილება და ძველად თვლიდნენ, რომ შესაძლოა, ამ გზით სახლიდან იღბლის გასვლას ხელი შეუწყოთ.
თუმცა, თანამედროვე მიდგომა ხშირად ძველ წარმოდგენებს აღარ ეყრდნობა და ადამიანები ნაძვის ხის აწყობასთან და აღებასთან დაკავშირებით ისეთ თარიღებს ირჩევენ, რომლებიც მათთვის ხელსაყრელია.
2025 წელს ნაძვის ხის აღების ოპტიმალურ დროდ 14 იანვრიდან 19 იანვრამდე პერიოდი ითვლება. შეიქმენით დადებითი განწყობა, შეგიძლიათ, მოაწყოთ ოჯახური შეკრება და ნაძვის ხის აღება სასიამოვნო მოგონებად გარდაქმნათ.
როდესაც ნაძვის ხის დაშლას დაიწყებთ, გაიხსენეთ ყველა კარგი დღე და ამბავი, რომლებიც გასულ წელს თქვენს ცხოვრებაში იყო. გამოხატეთ მადლიერება და კიდევ მეტ გამართლებასა და იღბალს მიიღებთ. ნაძვის ხის დაშლას ნუ დაიწყებთ ნეგატიური ემოციით. შეეცადეთ, შეიქმნათ დადებითი განწყობა და სახლშიც პოზიტიურ ენერგიას მოიზიდავთ.