14 იანვარს 2025 წლის პირველი სავსემთვარეობაა. წლის პირველ სავსე მთვარეს ასტროლოგები "მგლის მთვარეს" უწოდებენ. ტერმინი "მგლის სავსემთვარეობა" ინდიელთა ტომებიდან მომდინარეობს. როგორც წესი, ისინი თითოეულ სავსემთვარეობას კონკრეტული მახასიათებლების მიხედვით ურჩევდნენ სახელს. იანვრის პირველ სავსე მთვარეს "მგლის" უწოდეს იმის გამო, რომ ეს ცხოველები განსაკუთრებით სწორედ აღნიშნულ დღეს აქტიურდებოდნენ და სანადიროდ გადიოდნენ.ის ერთდროულად ზოდიაქოს 2 ნიშნის ქვეშ გაივლის. ჯერ კირჩხიბის ნიშანში იქნება, რაც ადამიანებს ჰარმონიისა და სითბოს განცდას მიანიჭებს. თუმცა, მიუხედავად ამ ხელსაყრელი გავლენისა, პარალელურად, რეტროგრადული მარსის არსებობამ შესაძლოა, არაერთი დაძაბულობა და დაბრკოლება მოგვიტანოს და ბევრმა ჩვენგანმა თავი განსაკუთრებით დაუცველად იგრძნოს. მეორე ნიშანი, რომელშიც წლის პირველი სავსე მთვარე გაივლის, ლომი იქნება. ეს კი გვაიძულებს, სირთულეების მიუხედავად, თავი მაღლა ავწიოთ და წინსვლა განვაგრძოთ.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2025 წლის პირველი სავსემთვარეობა გავლენას ზოდიაქოს ყველა ნიშანზე მოახდენს:
ვერძისთვის მგლის მთვარე შესაძლოა ახალი შესაძლებლობების აქტიური ძიების პერიოდის დასაწყისი იყოს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს გაუჩნდებათ სურვილი, რომ რაღაც შეცვალონ ცხოვრებაში - ეს შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც საქმიან ურთიერთობებს, ასევე პირად ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ცვლილებებისა და სიახლეების სურვილი კარგია, მაგრამ ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ ნაჩქარევი და იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. სხვა მხრივ, თქვენთვის ხელსაყრელი პერიოდია, რომ სასარგებლო ცვლილებები დაგეგმოთ.
კურო სტაბილურობისა და უსაფრთხოების საჭიროებას იგრძნობს და წლის პირველი სავსე მთვარე ფინანსური საკითხების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ დააფიქრებს. კარგი დროა თქვენი ფინანსური გეგმების გადახედვისა და დანაზოგის შექმნის გადაწყვეტილებისათვის. შესაძლოა, შემოსავლის ახალი წყაროებიც გაჩნდეს.
2025 წლის პირველი სავსე მთვარე ტყუპების ნიშნის წარმომადგენლებს კომუნიკაციისა და ახალი ნაცნობობის სურვილს კიდევ მეტად გაუზრდის. ეს შესანიშნავი დროა კონტაქტების დასამყარებლად და თქვენი სოციალური წრის გასაფართოებლად. თუმცა, ფრთხილად უნდა იყოთ, რომ ერთდროულად ძალიან ბევრ რამეზე არ გაფანტოთ ფიქრები და არსებულ პასუხისმგებლობებზე კონცენტრირდეთ.
კირჩხიბებს მოუწევთ, საკუთარ ემოციურ მიჯაჭვულობას გადახედონ. "მგლის მთვარე" აქცენტს ოჯახურ საკითხებსა და საშინაო საქმეებზე აკეთებს. ჯობს, ეს პერიოდი საყვარელ ადამიანებს დაუთმოთ და თუკი სახლში რაიმე შესაცვლელი გაქვთ, აღარ გადადოთ და კონკრეტული ნაბიჯები გადადგათ.
ლომები შემოქმედებითი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობენ. წლის პირველი სავსე მთვარე ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებში ამბიციისა და თვითგამოხატვის სურვილს იწვევს და გაქვთ კარგი შესაძლებლობა, რომ კარიერულად დაწინაურდეთ და თქვენთვის სასურველი პროექტები განახორციელოთ. ყურადღებას მიიპყრობთ, თუმცა როგორც ასტროლოგები ამბობენ, გაზრდილი ყურადღების ფონზე, როგორც შექების, ასევე კრიტიკის რისკიც არსებობს.
ქალწულებს შეუძლიათ, სამუშაოსა და ყოველდღიურ პასუხისმგებლობებზე კონცენტრირდნენ. "მგლის მთვარე" ორგანიზებისა და დაგეგმვის აუცილებლობას კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს. კარგი დროა საქმის მოწესრიგებისა და არასაჭირო ნივთებისა თუ პროცესებისაგან გათავისუფლებისათვის.
სავსე მთვარე ჰარმონიისა და სამართლიანობის სურვილს კიდევ მეტად გააძლიერებს. შესანიშნავი პერიოდია იმისათვის, რომ სოციალურ და საქველმოქმედო ღონისძიებებში ჩაერთოთ. ასევე, როგორც ასტროლოგები ამბობენ, შესაძლოა, პირად ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები შეგხვდეთ. ძველიდან ახალზე გადასვლის ეტაპი დგება. ახლა ყველა არასაჭირო ურთიერთობა და კომუნიკაცია აზრს დაკარგავს და განახლებული ეტაპის დაწყებაზე იფიქრებთ.
მორიელებს შინაგანი ტრანსფორმაცია ელოდებათ. "მგლის მთვარე" ინტუიციას ამძაფრებს და საკუთარი თავის უფრო ღრმად გაგების სურვილს გვიყალიბებს. კარგი დროა ჩვენი შიშებისა და კომპლექსების გაცნობიერებისა და მათი გადაჭრის გზების ძიებისათვის. იყავით ღია ცვლილებებისა და ახალი შესაძლებლობებისათვის.
მშვილდოსნები მოგზაურობისა და ახალი თავგადასავლებისათვის უნდა მოემზადნონ. სავსე მთვარე კიდევ მეტად გაგიჩენთ სურვილს, რომ სამყარო შეისწავლოთ და ჰორიზონტები გააფართოოთ. იდეალური დროა მოგზაურობის დაგეგმვისა და ახალ ადამიანებთან შეხვედრისათვის. მეტიც, შესაძლოა, შეხვდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ.
თხის რქები ყურადღებას კარიერასა და პროფესიულ წარმატებაზე გაამახვილებენ. მთვარის ენერგია თავდაჯერებულობას შეგმატებთ და გექნებათ შესაძლებლობა, თამამი ნაბიჯები გადადგათ. კარგი დროა ახალი კონტრაქტების გასაფორმებლად და თანამშრომლობის დასაწყებად. თუმცა, პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის ბალანსი ნუ დაგავიწყდებათ.
სავსე მთვარის ენერგია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილს კიდევ მეტად გაგიზრდით და შესაძლოა, ორიგინალური იდეებითა და არასტანდარტული გადაწყვეტილებებით იმ საქმეში, რასაც აკეთებთ, დიდ წარმატებას მიაღწიოთ. ექსპერიმენტებისა და ინოვაციებისათვის კარგი დროა. საკუთარი თავის გამოხატვისათვის შეგიძლიათ, ახალი გზები იპოვოთ.
თევზებმა საკუთარ შინაგან მდგომარეობას ყურადღება უნდა მიაქციონ და დაფიქრდნენ, რა უშლით ხელს წარმატებასა და ბედნიერებაში. კარგი დროა მედიტაციისთვის, წიგნების წაკითხვისა და ვარჯიშისთვის. თევზებს აქვთ შანსი, იპოვონ პასუხები იმ შეკითხვებზე, რომლებიც უკვე დიდი ხანია, აწუხებთ.