"ქართული ოცნება“ სამაგალითოდ სჯის თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს, - ამის შესახებ მსახიობმა კახა კინწურაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.
როგორც კახა კინწურაშვილმა აღნიშნა, სასამართლოში გადაწყვეტილებები მიიღება არა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, არამედ პოლიტიკურად.
"ქართული ოცნება“ სამაგალითოდ სჯის თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს. დღეს ქვეყანაში უამრავი რეჟიმის ტყვე გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეებზე ძალადობა ვიხილეთ, არცერთი სამართალდამცველი არ არის დასჯილი. აქ გადაწყვეტილებები მიიღება არა ამ შენობაში და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, არამედ პოლიტიკურად. ეს არის მტკივნეული“, - აღნიშნა კინწურაშვილმა. განაგრძეთ კითხვა