ქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში ახალი იმიჯით წარდგა. კალაძემ, რომლის შესახებაც ხშირად წერდნენ, რომ თმას მილანში იჭრიდა, მოულოდნელად თმა გადაიპარსა და ახალი ფოტოებიც გამოაქვეყნა.
ფოტოებს ათეულ ათასობით მოწონება აქვს ქალაქის მერის ინსტაგრამ გვერდზე დაა უამრავი კომენტარი. ბევრი უწონებს იმიჯს, მაგალითად, ზურა ხაჩიძე წერს, რომ უხდება. ზოგს ეჭვიც კი ეპარება: "ეს თქვენ ხართ, ბატონო კახი?" - უწერს ერთ-ერთი გამომწერი. ზოგსაც ხუმრობა ჰგონია. თუმცა ფაქტია, კალაძემ რადიკალურად გადაწყვიტა იმიჯის შეცვლა.