სამი ქალიშვილის შემდეგ ფრანგ ვარსკვლავს ვაჟი გაუჩნდა. მსახიობმა სასიხარულო ამბავი პირად ბლოგზე გაუზიარა გამომწერებს. "გამოიცანით, ვინ დაიბადა 2025 წლის 7 იანვარს? ჭკვიანი, ჯანმრთელი, სიყვარულითა და ლექსებით სავსე - ყველაზე მაგარი ბიჭი დედამიწაზე!" - დაწერა ვენსანმა.
მისი ახალგაზრდა რჩეული ნარა ბაპტისტასთვის ეს პირველი შვილია, ვენსანისთვის კი - მეოთხე.
ნარასთან ერთად ვენსანი წელიწადზე მეტია არის, თუმცა დაქორწინებას არ ჩქარობს.
ვენსან კასელს ორი უფროსი ქალიშვილი ჰყავს მონიკა ბელუჩისგან და 5 წლის გოგონა ამაზონი ტინა კუნაკისგან. მონიკასთან 14 წელი იცხოვრა, ტინასთან - ხუთი. და თუ მონიკასთან განქორწინება მშვიდობიანი და გაცნობიერებული იყო, მსახიობის მეორე განქორწინებამ უამრავი შეკითხვა გააჩინა. ერთ მშვეიერ დღეს ვენსანმა მოულოდნელად წაშალა ტინას ფოტოები სოცქსელებიდან და დღემდე გაურკვეველია მიზეზი. გავრცელებული ვერსიით, ტინამ უღალატა ვენსანს.
სულ ცოტა ხანში გააბა ვენსანმა ახალი რომანი, ტინას მსგავს გოგონასთან, ბრაზილიელ მოდელ - ნარა ბაპტისტასთან, რომელთანაც თავს ძალინა ბედნიერად გრძნობს. ამის დამადასტურებელ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში.