თურქული სერიალების ვარსკვლავები ჯანსელ ელჩინი და ზეინეპ ტუგჩე ბაიათი მალე მშობლები გახდებიან. 4-წლიანი ქორწინების შემდეგ წყვილი ნანატრ შვილს ელოდება. მათ თურქული ჟურნალისთვის იპოზიორეს.
ზეინეპი 1990 წელს არის დაბადებული თურქეთის ქალქ მერსინში. მის ოჯახს თურქმენული ფესვები აქვს. სტამბულის უნივერსიტეტში სამართალი შეისწავლა, შემდეგ კი ანატოლიის უნივერსიტეტში თეატრალურ ხელოვნებას დაეუფლა. ძირითადად თეატრში თამაშობს, თურქეთსა და ესპანეთში.
სერიალებში რამდენჯერმე გამოჩნდა, მათ შორის, 2010 წელს "გულების მსხვრეველში", სადაც პირველად შეხვდა გადასაღებ მოედანზე ცნობილ მსახიობ ჯენსელ ელჩინის, რომელიც მოგვიანებით მისი ქმარი გახდა. შემდეგ იყო მელოდრამატული სერიალი "მარწყვის სურნელი", რომელმაც ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა. ასევე წარმატებული იყო მელოდრამატული ჰიტი "მოჩვენებითი სიყვარული" და ისტორიული დრამა "დაარსება: ოსმანი". 2022 წელს მთავარი როლი შეასრულა სერიალში "მამა".
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, 2020 წელს დაქორწინდა 17 წლით უფროს მსახიობზე, თურქული კინოს ვარსკვლავ ჯანსელ ელჩინზე.
ჯანსელი 1973 წელს დაიბადა თურქეთის ქალაქ ტირაში. 9 წლის იყო, როცა ოჯახი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. იქვე მიიღო ეკონომიკური განათლება და მშობლებს სურდათ, ოჯახური ბიზნესის განვითარება გაეგრძელებინა. თუმცა ჯანსელი მიხვდა, რომ ეკონომიკური სფერო არ ხიბლავდა და სამსახიობო ოსტატობას დაეუფლა ცნობილ ფრანგ ვარსკვლავებთან. კარიერაც საფრანგეთში დაიწყო და ფრანგულენოვან ფილმებსა და სერიალებში მონაწილეობდა.
2006 წლიდან დაიწყო მუშაობა თურქეთში და არაერთ სერიალში მიიღო მონაწილეობა. სულ ახლახან, 2024 წელს შედგა ბოლო სერიალის - "ანონიმური საყვარლების" პრემიერა, რომელშიც მთვარი როლი ერგო.
სანამ ზეინეპზე იქორწინებდა, 2012 წელს დაქორწინდა მსახიობ პინარ აპაიდინზე, რომელსაც 5-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ 2017 წელს დაშორდა.
2020 წლიდან ზეინეპთან არის და უკვე შვილსაც ელოდება.