სამართლის ასოცირებული პროფესორი,თამარ კერძაია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს განმარტავს და რამდენიმე აქტუალურ მაგალითს განიხილავს:
- ასეთი შემთხვევა ძალიან ხშირია: მაგალითად, ადამიანს ჰყავს ორი შვილი. ერთ-ერთს სახლი სიცოცხლეშივე აჩუქა. მაგრამ, ნათქვამი აქვს, რომ მეორე სახლი მეორე შვილს ეკუთვნის. თუმცა, ის აღარ დაწერა. ვიღებთ ასეთ სურათს - გარდაიცვალა ადამიანი, მის საკუთრებაში არის სახლი. ეს სახლი, წესით, ორივე შვილს ეკუთვნის. მაგრამ, კანონში გამონაკლისი არსებობს: გამონაკლისი იმას გულისხმობს, რომ თუ ნაჩუქარი 5 წლის განმავლობაშია ნაჩუქარი და ნათქვამი აქვს მემკვიდრეს, რომ ეს სამკვიდროდან მისი წილია, ამ შემთხვევაში, მეორე სახლი, რომელიც დარჩა, მეორე შვილს ეკუთვნის. მაგრამ, ეს შესაძლოა, სადაო გახდეს. სამტკიცებელი ამბავია. თუ კეთილსინდისიერი ადამიანია, ისიც საკმარისი იქნება, რომ მამას ნათქვამი აქვს, რომ მეორე სახლი მეორე შვილს აჩუქა (თუმცა, ოფიციალურად არ დაწერა), თუ არა კეთილსინდისიერი ადამიანია, შეიძლება მეორე სახლის წილზე იდავოს.
- არაერთი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ადამიანი ხანში შედის, იცვლის თავის მოსაზრებებს, პირველ ოჯახს ტოვებს და ახალ ადამიანზეა შეყვარებული. რომ გარდაიცვლება, მის შვილებს სავალდებულო წილი ეკუთვნით. სულ რომ არაფერი დაუტოვოს შვილებს პირველი ქორწინებიდან, მათ სავალდებულო წილი მაინც ეკუთვნით. მაგრამ, შესაძლოა, მამაკაცმა სიცოცხლეშივე თავისი ქონება მეორე ოჯახს აჩუქოს. ასეთ შემთხვევაში, გვაქვს თეორიული შანსი, რომ ბათილობა მოვითხოვოთ, თუკი დავამტკიცებთ, რომ ჩუქების მიზანი პირველი ქორწინებიდან შვილების "მშრალად" დატოვება იყო. როცა შვილი ხარ, შენს მშობლებს შენს მიმართ ვალდებულება აქვს. სულ რომ გადაიფიქრონ, სავალდებულო წილი მაინც ხვდებათ. თუ, მაგალითად, უღირს მემკვიდრედ არ გამოაცხადებენ. უღირსი მემკვიდრეა, მაგალითად, თუ მშობლის მიმართ დანაშაული აქვს ჩადენილი, მაღალი ხარისხით უპატივცემულობა გამოიჩინა და ასე შემდეგ. ჩვეულებრივ შემთხვევაში, თუ ადამიანმა ახალ ოჯახს აჩუქა ქონება, პირველი ოჯახი ცარიელი დატოვა, ამ ოჯახს აქვს საშუალება, რომ ჩუქების ბათილობა მოითხოვოს. მაგრამ, ამას ძალიან მკაცრი მტკიცება სჭირდება. სერიოზული მტკიცებულებებია საჭირო იმისათვის, რომ მათ დაამტკიცონ, ეს ჩუქება რეალურად ამ ადამიანების ცარიელზე დატოვებას ემსახურებოდა. გვაქვს სასამართლო პრაქტიკა, რომ არაერთხელ გარიგება, ჩუქება სასამართლოს ბათილად უღირებია იმიტომ, რომ ცხადი იყო, რომ ამ ჩუქების მიზანი პირველი ოჯახის მემკვიდრეობის გარეშე დატოვება იყო.