როგორც ყველა დღესასწაულს, ძველით ახალ წელსაც უამრავი ხალხური ჩვეულება უკავშირდება.
ამ გადმოცემების თანახმად, თუ ძველით ახალი წელი ხმაურითა და მხიარულად აღინიშნება, მომავალი წელი აუცილებლად ბედნიერი იქნება. თუ საყვარელ გოგონას 13 იანვრის ღამეს სთხოვთ ხელს, მაშინ მთელი თქვენი ოჯახური ცხოვრება ბედნიერად წარიმართება. და საერთოდ, 13 იანვრის ღამე საუკეთესოდ ითვლება სიყვარულის გამოცხადებისთვის.
თუ საყვარელი ადამიანი ჯერ არ გყავთ, მაშინ იცოდეთ: თუ სადღესასწაულო ვახშამი ზედმეტად დაგებრაწათ, თქვენი რჩეული შავგვრემანი იქნება. თუ ქალს სასმელი დაექცა, ეს სასიყვარულო ურთიერთობის რღვევას ან განქორწინებას მოასწავებს.
თუ ორსულად ხართ და დღე-დღეზე მშობიარობას ელოდებით, ინატრეთ, რომ თქვენი შვილი 14-ში დაიბადოს - 14 იანვარს დაბადებული ბავშვი ჯანმრთელი და ძალიან დღეგრძელი ადამიანი იქნება.
ნებისმიერი ჩვეულების მსგავსად, რომელიც სათავეს შორეულ წარსულში იღებს, ამ დღესაც მრავალი აკრძალვა მოქმედებს. ამ დღეს ნაგვის გადაყრა არ შეიძლება - ითვლებოდა, რომ ამ გზით ადამიანს სახლიდან სიმდიდრე და კეთილდღეობა გააქვს. ხალხი ცდილობდა არ გასესხებინა ან არ ესესხებინა ფული - ამან შეიძლება უბედურება მოიტანოს.
რეკომენდებული იყო, რომ ძველით ახალი წელი მუქი ან ჭუჭყიანი სამოსით არ აღენიშნათ.
ძველით ახალ წელს მიჩნდათ: