"ამირან მელუა, ბაბუ, ამ ფოტოებზე ჩვენი ბოლო საოცარი ზაფხულია ასახული, რომელიც ერთად გავატარეთ. ეს ფოტოები ბათუმშია გადაღებული. დილა იწყებოდა წიგნებით, მერე მივდიოდით სანაპიროზე და ყოველ ჯერზე, როცა ვინმე ნაცნობს შევხვდებოდით, ჩერდებოდი და კითხულობდი მათ ამბებს.
შენი მოწოდება ცხოვრებაში, იყო ხალხის გამოკვება და უდიდესი სუფრების მასპინძლობა. ეს ამბავი ძალიან მახარებდა 8 წლის ასაკში, მაბნევდა 17 წლისას და მერე, როცა უკვე 20-ის ვიყავი, ბოლოს და ბოლოს მნიშვნელობა შეიძინა შენმა ოთხმა საფეხურმა კულინარიულ ხელოვნებაში. უკვე საკმაოდ დიდი ვიყავი, რომ გამეგო შიმშილობის ამბებზე, გადასახლებაში...
შენ იყავი ერთ-ერთი ყველაზე სპორტული ადამიანი, რომელიც 70 და 70 წლის ასაკშიც დილას ველოსეირნობით იწყებდა. შენი იუმორის გრძნობა, შენი ხუმრობები ან როგორც ჩვენ ვუწოდებთ - შაყირი, მართლაც განუმეორებელი იყო.
მადლობა, რომ მაჩუქე საუკეთესო ბაბუა, ვისზეც კი შეიძლებოდა მეოცნება.
იძინე მშვიდად..."
~
მას მერე, რაც დაქორწინდა და შვილი გაუჩნდა, ქეთი კიდევ უფრო ხშირად ჩამოდი საქართველოში და ცდილობს, მისმა შვილმა მშობლების სამშობლოში დიდი დრო გაატაროს. აქვე მონათლა პატარა ალექსანდრე საქართველოში, სიონის ტაძარში. ნათლიებს შორის იყო გორის ქალთა კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა. სანდროს ქართულად უმღერის, ქართულ წიგნებს უკითხავს და ცდილობს, ახლო ურთიერთობა ჰქონდეს ბავშვს ქართველ ნათესავებთან.