ეს 10 შეკითხვა სხვადასხვა სფეროდან თქვენს ზოგად განათლებას, მეხსიერებასა და ინტელექტს შეამოწმებს. თქვენი ამოცანაა, რაც შეიძლება, მეტი სწორი პასუხი დააგროვოთ:
1. ვისი ლექსიდანაა შემდეგი სტროფი?
"მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!"
2. რომელმა ცნობილმა მხატვარმა დახატა ნახატი "გოგონა მარგალიტის საყურით"?
3. რომელ კონტინენტზეა ყველაზე მეტი სახელმწიფო თავმოყრილი?
4. რა უნიკალური გეოგრაფიული მახასიათებელი აქვს ეგვიპტეს?
5. რამდენი ბალერინა მონაწილეობს "გედების ტბაში", პატარა გედების ცნობილ ცეკვაში?
6. დაასახელეთ ფილმი, სადაც პერსონაჟი შემდეგ სიტყვებს ამბობს:
"სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი."
7. მისი სამშობლო აფრიკაა და გოგროვანთა ოჯახის წარმომადგენელია?
8. რომელმა მეფემ ჩაატარა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება?
9. რა ერქვა შავიზღვისპირეთში ჩამოყალიბებულ ქართულ სამეფოს, რომელსაც შემდგომში არგონავტების შესახებ ლეგენდაც დაუკავშირდა?
10. ვინ იყო გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე?