ბევრი ადამიანი ოცნებობს საყვარელ მსახიობთან ან მომღერალთან რომანტიკულ ურთიერთობაზე. სწორედ ეს სისუსტე გამოიყენეს თაღლითებმა, რომლებმაც ქალს 800 ათას ევროზე მეტი მოპარეს. ფრანგ ქალს სჯეროდა, რომ ნამდვილი ბრედ პიტი წერდა მას, მიატოვა მილიონერი ქმარი და განქორწინების შემდეგ მიღებული თანხა ახალ საყვარელს გაუგზავნა.
53 წლის ანა ინტერიერის დიზაინერად მუშაობდა. 2023 წელს ის პირველად დარეგისტრირდა სოციალურ მედიაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ინტერნეტში "ბრედ პიტი" გაიცნო, მოგვიანებით კი მას დაუკავშირდა მსახიობის დედა, რომელმაც დაარწმუნა ანა, რომ მის შვილს სჭირდებოდა მისი მსგავსი ქალი.
ფრანგ ქალს მაშინვე არ დაუჯერებია, რომ ნამდვილი პიტი წერდა მას. მაგრამ იმ ფოტოებმა და ვიდეოებმა დააჯერა, რომლებიც თაღლითებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნეს. შედეგად, ანამ, რომელიც უკვე ფიქრობდა ქმრის განქორწინებაზე, საბუთები შეიტანა და ქმარი მიატოვა.
"ჰოლივუდის მსახიობი" სწრაფად გადავიდა ფლირტიდან სიყვარულის გამოცხადებაზე და ქორწინების წინადადებაზე. თაღლითმა ასევე თქვა, რომ ანას ძვირადღირებული ჩანთა და სამკაულები გაუგზავნა, მაგრამ საჩუქრისთვის 5000 ევროზე მეტის გადახდა მოუწევდა, რათა განბაჟება წარმატებით გაიაროს.
მალე „პიტმა“ გამოაცხადა, რომ თირკმლის კიბო ჰქონდა და სასწრაფოდ სჭირდებოდა ძვირადღირებული მკურნალობა. ხარჯებს კი ვერ იხდიდა, რადგან ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების გამო ანგარიშები გაყინული იყო. იმ დროისთვის ანა უკვე შეყვარებული გახლდათ და არ სურდა ახლობელი ადამიანის დაკარგვა. ქალმა თაღლითს რამდენჯერმე გაუგზავნა დიდი თანხა, პიტის სიცოცხლის გადასარჩენად სულ 800 ათასი ევრო დახარჯა.
ანას ეჭვი მაშინ შეეპარა, როცა ნამდვილი ბრედ პიტი ახალ შეყვარებულ ინეს დე რამონთან ერთად დაინახა. მაგრამ თაღლითმა სწრაფად დაამშვიდა იგი და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ახალი ამბების კლიპი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბრედსა და ინესს შორის ურთიერთობა ყალბი იყო და რომ პიტს სინამდვილეში ანას უყვარდა. და ფრანგმა ქალმაც დაიჯერა ამ ვიდეოსი! ქალი საბოლოოდ მიხვდა, რომ ატყუებდნენ, როცა პიტი კვლავ დე რამონთან ერთად დაინახა.
„მომეწონა ადამიანი, ვისთანაც ვსაუბრობდი. მან იცოდა ქალებთან ურთიერთობაა. მუდამ სასიყვარულო მესიჯებით ვიყავი გარშემორტყმული. "ყველაფერი რაც შეიძლება ქალს სურდეს, ამ კაცისგან მივიღე", - თქვა ანამ.
თაღლითების გამო ქალმა არამარტო დიდი თანხა დაკარგა, არამედ მეგობრებთან და ქალიშვილთანაც იჩხუბა. უფრო მეტიც, მან რამდენჯერმე სცადა თვითმკვლელობა, რის შემდეგაც მძიმე დეპრესიით საავადმყოფოში მოათავსეს.