შვილები მშობლებისაგან მემკვიდრეობით არაერთ თვისებასა და ჩვევას იღებენ. მომავალ მშობლებს კი ხშირად აინტერესებთ, რა გადაეცემა შვილს დედისგან და რა თვისებებს მიიღებს მამისგან. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკითხი კი ინტელექტია.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ბავშვი მემკვიდრეობით ინტელექტის 40-60%-ს იღებს. დანარჩენი კი გარემოზე, აღზრდაზე, განათლებასა და ინდივიდუალურ განვითარებაზეა დამოკიდებული.
მაგრამ, როგორც მეცნიერებმა გაარკვიეს, მეტი წილი ამ პროცენტებში დედას ეკუთვნის. ანუ შვილი ინტელექტუალურ შესაძლებლობებს მემკვიდრეობით უმეტესად დედისგან იღებს.
X ქრომოსომა, რომელიც მდედრობით სქესზეა პასუხისმგებელი, ინტელექტუალური გენის მატარებელია. მამის X ქრომოსომაც არსებობს, მაგრამ მისი გენი დეაქტივირებულია. მუშაობს მხოლოდ ის, რომელიც დედისგან გადაეცემა.
მეცნიერებმა შესაბამისი ექსპერიმენტი თაგვებზე ჩაატარეს. ექსპერიმენტით დადგინდა, რომ თუ თაგვი დედის ინტელექტუალური გენების ორმაგ დოზას მიიღებს, ის პატარა სხეულით, მაგრამ დიდი ტვინით იბადება. მაგრამ თუ მამის გენი ორჯერ მეტია, მაშინ ტვინი პატარა იქნება, სხეული კი დიდი.
ასევე, დადგინდა, რომ მამის გენები დიდწილად სექსუალურ ქცევაზე, აგრესიულობის ხარისხსა და კვებით ჩვევებზეა პასუხისმგებელი. ხოლო კოგნიტური უნარები, აზროვნება, ანალიტიკური შესაძლებლობები ბავშვს სწორედ დედისგან გადაეცემა.
მეცნიერთა კიდევ ერთმა ჯგუფმა შემდეგი კვლევა ჩაატარა. რამდენიმე წლის განმავლობაში 14-დან 22 წლამდე ახალგაზრდები გამოკითხა. კვლევაში მონაწილეობა 12 686-მა ადამიანმა მიიღო.
ყველა სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ ჯგუფს ეკუთვნოდა, ყველას ჰქონდა განსხვავებული განათლება, რასა, ეროვნება, მაგრამ დასკვნები მსგავსი იყო: რესპონდენტთა ინტელექტი მათი დედების IQ-ისგან მაქსიმუმ 15 ქულით განსხვავდებოდა.