75 წლის ალა პუგაჩოვას და მაქსიმ გალკინის შვილები, 11 წლის ჰარი და ლიზა, ცხოვრობენ და სწავლობენ ლონდონში. ამის შესახებ მედიას წყვილის ახლობლებმა განუცხადეს. თავად პუგაჩოვა, როგორც წყაროები აკონკრეტებენ, კვიპროსში პრაქტიკულად მარტო ცხოვრობს, რადგან გალკინიც ხშირად იმყოფება გასტროლებზე.
"აქ ბავშვებისთვის სწავლისთვის შესაფერისი ადგილი ვერ იპოვეს. ამიტომ გალკინმა ჰარი და ლიზა ლონდონში გაგზავნა, სადაც ისინი ამჟამად ცხოვრობენ. ბავშვები მშობლებთან მხოლოდ დასასვენებლად ჩადიან." ისრაელში ჰარი და ლიზა კერძო King Solomon სკოლაში სწავლობდნენ.
"ისრაელის სამხედრო მოვლენების შემდეგ პუგაჩოვა, მისი ქმარი და შვილები საცხოვრებლად კვიპროსში გადავიდნენ. მათ სახლი ლიმასოლში პანდემიამდე იყიდეს. ამ შესყიდვის წყალობით მთელმა ოჯახმა ევროპული პასპორტები მიიღო", - დასძინეს ინსაიდერებმა.
თავად პუგაჩოვა ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივის - ახლობლების თქმით, კვიპროსზე მისთვის არც თუ ისე კომფორტული ამინდია.
ალა პუგაჩოვამ და მაქსიმ გალკინმა შვილებთან ერთად რუსეთი 2022 წელს, უკრაინაში იმის დაწყებისთანავე დატოვეს და ისრაელში გადავიდნენ. ისინი ასევე პერიოდულად ატარებენ დროს კვიპროსში. წყვილი უძრავ ქონებას ფლობს ლონდონსა და იურმალაშიც.