რა სიხშირით უნდა დავიბანოთ თმა, რამდენად მნიშვნელოვანია შამპუნის სწორად შერჩევა და რამ შეიძლება, თმის ცვენა გამოიწვიოს - თემაზე ექიმი დერმატო-ვენეროლოგი ნინო სანოძე გადაცემაში "დილა მშვიდობის საქართველო" საუბრობს:
- ეს შეკითხვა პაციენტებს ხშირად აქვთ. დაბანის სიხშირე თმის ტიპზეა დამოკიდებული. თუ ცხიმიანი თმა გვაქვს, მას, რა თქმა უნდა, უფრო ხშირად დაბანა სჭირდება, ვიდრე მშრალს. ცხიმიანი თმის შემთხვევაში ყოველ მეორე დღეს დაბანა ნორმალურია, რადგანაც როდესაც სკალპი ცხიმიანია, ის თმის ძირებში ტკივილს იწვევს, თუ ცხიმიანობა ინტენსიურია. მომატებული ცხიმიანობა შესაძლოა, სხვადასხვა ჩირქოვანი პროცესის განმაპირობებელი გახდეს.
შამპუნის სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია. ზოგჯერ პაციენტებს ჰგონიათ, რომ მშრალი თმა აქვთ, რადგანაც ბოლოები მშრალია. სინამდვილეში, სკალპი ძალიან ცხიმიანია. შემდგომ თმის ძირები სტკივათ და აქვთ შეკითხვები. მიზეზი კი ის არის, რომ შამპუნს არასწორად იყენებენ. უნდა განვსაზღვროთ, არა ბოლოები, არამედ თმის ძირები და შამპუნიც იმის მიხედვით შევარჩიოთ. თუ ძირი ცხიმიანია, შესაბამისად ცხიმიანი თმის შამპუნი უნდა შევიძინოთ, ბოლოებისთვის კი შეგვიძლია, ნიღაბი გამოვიყენოთ. ფასი ხარისხის განმსაზღვრელი არ არის. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ შამპუნს ნაკლები ქიმიური შემადგენლობა ჰქონდეს და არჩევანიც ამის მიხედვით გავაკეთოთ.
- მჭიდრო ვარცხნილობა, სველი თმით დაძინებაც შეიძლება, თმის ტრავმირების მიზეზი გახდეს. თუ სველი თმა შეკრული და მოჭიმულია, ისიც ტრავმატიზაციას იწვევს. ასევე, სველი თმის შემთხვევაში, თუ არის სქელი, შესაძლოა, ნოტიო არემ სხვადასხვა პრობლემა შექმნას.
პირველ რიგში, უნდა განვსაზღვროთ, რომელი ტიპის თმის ცვენაზე გვაქვს საუბარი. არსებობს დიფუზურ თმის ცვენა. ის მშობიარობის შემდგომ შეიძლება აბსოლუტურად ფიზიოლოგიური იყოს. ასევე, ვირუსების შემდგომაც. როგორც წესი, თავისით მალევე აღდგება ხოლმე.
თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც თმის ცვენას მიკროელემენტების ან ვიტამინების დეფიციტი იწვევს. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოვიკვლიოთ და სწორად შერჩეული შამპუნით ეს პრობლემა აღმოვფხვრათ. როდესაც თვითმკურნალობას ვიწყებთ, თუ თვე-ნახევრის, ორი თვის შემდეგ უკეთესობა არ არის, სპეციალისტს უნდა მივმართოთ.
არსებობს ანდროგენული ტიპის თმის ცვენა. ასეთ შემთხვევაში თმა დიფუზურად კი არა, ძირითადად წინა ნაწილში - შუბლის, თხემის, საფეთქლების მიდამოში გვცვივა. სპეციალისტის ჩართვა და სხვადასხვა პროცედურის ჩატარება აუცილებელია.
თუ თმისცვენა გენეტიკურია, შეგვიძლია, ადრეული ასაკიდანვე სწორად ვმართოთ და ეს პრობლემა გადავავადოთ.
არსებობს ბუდობრივი ტიპის თმის ცვენა, რომელიც შეიძლება აუტოიმუნური იყოს. მსგავსი ტიპის თმის ცვენა შესაძლოა, იყოს როგორც როგორც სოკოვანი, ასევე ბაქტერიული ინფექციის შედეგად განვითარებული. ასევე, შესაძლოა, ბუდობრივად ამოცვენილი თმა სხვადასხვა დერმატოლოგიური პრობლემის დროსაც შეგვხვდეს. გარდა ამისა, ტრავმული ტიპის ბუდობრივად ამოცვენილი თმაც არსებობს.