ცნობილი მსახიობი და მომღერალი ეკა კახიანი 61 წლის გახდა. შარშან, 60 წლის იუბილე საკმაოდ მოკრძალებულად - ქალიშვილებისა და მეგობრების წრეში. წელსაც ოჯახურ წრეში აღნიშნა მორიგი დაბადების დღე - პატარა ტორტით და საყვარელი ადამიანებით გარემოცულმა.
სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო, პირველ რიგში - ქალიშვილებისგან.
ასევე მიულოცეს გულშემატკივრებმა და ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ასაკის მატება მასზე არანაირად არ აისახება - ვარსკვლავი უწინდებურად შესანიშნავ ფორმაშია.
ცნობისათვის, მომღერალსა და მსახიობს სამი ქალიშვილი და ორი შვილიშვილი ჰყავს.