მსოფლიო მასშტაბის ტოპ-მოდელი მატილდა გვარლიანისთვის 2024 წელიც ძალიან წარმატებული იყო. ის პლანეტის ყველაზე ლამაზ და წარმატებულ მოდელებს შორის აღმოჩნდა, მონაწილეობდა ყველაზე ცნობილი ბრენდების და დიზაინერების ჩვენებებში, დაამშვენა რამდენიმე პრესტიჟული ჟურნალის გარეკანი და მთელი წელი იყო აქტუალური და განხილვადი.
წლის შეჯამების სახით კარიერულ ფოტოებთან ერთად, რამდენიმე ოჯახური ფოტოც გამოაქვეყნა. ძმა და მშობლები ცდილობენ, საზღვარგარეთ მყოფსაც ჩააკითხონ და გაატარონ მასთან დრო, ძალიან აქტიურად გულშემატკივრობენ და მატილდას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ბავშვობიდან უდიდეს დასაყრდენს გრძნობს მათი სახით.
მატილდა 2000 წლის 16 მაისს დაიბადა. ბებიას უნდოდა, რომ გოგონასთვის მარიამი დაერქმიათ, თუმცა დედას მატილდა მოსწონდა. საბოლოოდ ორივე სახელი დაარქვეს - მატილდა მარიამი, თუმცა შოუბიზნესში მას მატილდას სახელით იცნობენ.
დღეს მატილდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით და ყველაზე ცნობილ და გავლენიან ბრენდებთან თუ ჟურნალებთან თანამშრომლობს, პრესტიჟულ ჩვენებებზე გამოდის. შეიძლება ითქვას, მატილდამ აიხდინა ოცნება, რადგან ის ბავშვობიდან სწორედ მოდელობაზე ოცნებობდა.
„მთელი ბავშვობა მიზნად მქონდა დასახული, რომ როცა გავიზრდებოდი, უნდა ვყოფილიყავი მოდელი... 12 წლის ვიყავი, როდესაც look Models Managment-ის ცეკვის მასწავლებლის მეგობარი შემხვდა სალონში. შემომთავაზა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოში მისვლა, რომელიც, მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც წარმატებით მუშაობდა. რა თქმა უნდა, დავინტერესდი და მივედი. ძალიან პატარა ვიყავი და ასაკიდან გამომდინარე გადავწყვიტე, ცოტა ხანს დამეცადა. 14 წლიდან მივედი სააგენტოში. მესამე გაკვეთილზე უკვე გადავიღეთ თამუნა ინგოროყვას „ლუქბუქი“. სააგენტოში 14 წლის უფრო მომზადებული მივედი, განსაკუთრებულად გავაძლიერე ენების შესწავლა, რაც მოდელს ძალიან სჭირდება. 12 წლისამ იქ ჩემი ტოლი გოგონები ვერ ვნახე" - იხსენებს მატილდა ერთ-ერთ ინტერვიუში.
მატილდას უმცროსი და - სესილი და ძმა დავითი მისი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან.