ბათუმში 16 იანვარს გაუჩინარებულ მოზარდს კვლავ ეძებენ.მეცხრეკლასელი ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა. პირადი ნივთები და ტელეფონი იპოვეს ზღვის სანაპიროზე.
საქმეში ჩართულია პოლიცია და საზოგადოება, ყველა ცდილობს ძიებაში მონაწილეობას. ვისაც აქვს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, სთხოვენ შეატყობინონ შესაბამის ორგანოებს ან ოჯახს - 555105500, 599451122.
ალექსანდრეს დედა ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში მეოთხე დღეა სთხოვს საზოგადოებას დახმარებას.
"ჩემო ქართველებო, დამეხმარეთ! ჩემი შვილი მაპოვნინეთ"....
"დეე, ჩემო სუნთქვა, გამოჩნდი, უკიდეგანოდ მენატრები...
დეე, იცი როგორ ენატრები შენს ძმებს, მამას და ყველას, ყველას ვინც გიცნობს...
გამოჩნდი, გემუდარები, ჩაგვეხუტე და შენებური იუმორით გაგვითბე გულები და გვახალისე..." - წერს დაკარგული ბიჭის დედა.