ქეთა თოფურიას და მისი მეუღლის - ლევ დენგოვის საერთო ვაჟი ადამი 4 წლის გახდა. ამ დღემდე მშობლები მის ფოტოებს არ ასაჯაროებდნენ. ამჯერად ქეთამაც გამოაჩინა ადამი, ფოტოებისგან აწყობილ ვიდეოკოლაჟში, რომლითაც მას დაბადების დღე მიულოცა და ამაყმა მამამაც გამოაქვეყნა ვაჟის ფოტოები.
"დღეს ჩემი საყვარელი ბიჭის დაბადების დღეა, 4 წლის გახდა. იყავი ჯანმრთელი და ბედნიერი, ადამ", - წერს ქეთა.
"გილოცავ, მამაკაცო!" - წერს ლევ დენგოვი.
როგორც ჩანს, ადამს ძაღლები უყვარს განსაკუთრებულად, რადგან ტორტიც ძაღლის ფორმის აქვს და სახლიც ძაღლის ფორმის ბუშტებით და დეკორით მოურთეს.
ლევ დენგოვი და ქეთა თოფურია 5 წელია ერთად არიან და ქეთამ არაერთხელ აღნიშნა, რომ მასთან ძალიან ბედნიერია. ცოტა ხნის წინ წყვილს კიდევ ერთი საერთო შვილი გაუჩნდა, რომელსაც ნიკოლი დაარქვეს და მის ფოტოებსაც ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ. პირველი ქორწინებიდან ქეთას ოლივია გეიხმანი ჰყავს, რომელიც მასთან და ლევთან ერთად იზრდება.