ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი საკუთარ რჩეულს ადრეულ ასაკში ხვდება და ოჯახის შექმნასაც ნაადრევად გეგმავს. ზოგი განსაკუთრებით თავისუფლებისმოყვარეა და ცდილობს, ეს პროცესი მაქსიმალურად გადაავადოს.
ასტროლოგებმა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის დაასახელეს ასაკი, როდესაც ისინი პირველ ან ნამდვილ სიყვარულს ყველაზე ხშირად ხვდებიან:
ვერძი პარტნიორს, დაახლოებით, 21 წლის ასაკში ხვდება. ეს არის დრო, როდესაც ის უკვე მოწიფულია, მაგრამ საკუთარ თავს მაინც ეძებს და გარკვეული შეკითხვები აქვს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს არის ის კრიტიკული პერიოდი, როცა შეგიძლიათ, ვერძი ნახოთ ზუსტად ისეთი, როგორიცაა. მათ საკუთარი თავისუფლება განსაკუთრებით უყვართ. სერიოზული ურთიერთობებისათვის კი 30 წლისთვის უკვე მზად არიან.
კურო პირველ სიყვარულს 16 წლის ასაკში ხვდება. რა თქმა უნდა, ამ ასაკში ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ გრძნობს, რომ ამაში რაღაც მიმზიდველი და რომანტიკულია. კურომ, დიდი ალბათობით, არ იცის, ეს ურთიერთობა როგორ განვითარდება, წლების შემდეგ როგორ ჩამოყალიბდება, მაგრამ, სწორედ ამ ასაკში სულიერ მეგობარს პოულობს და ბედნიერია. როგორ განვითარდება ურთიერთობა, მათ არჩევანზეა დამოკიდებული.
ტყუპები შეიძლება, თავიანთ პირველ სიყვარულს 19 წლის ასაკში შეხვდნენ. თუმცა, დიდი ალბათობით, იმ ადამიანს, ვისაც ცხოვრებას დაუკავშირებენ, რამდენიმე წლის შემდეგ გაიცნობენ. ეს შეიძლება, უნივერსიტეტში ან მეგობართა წრეში მოხდეს. მაგრამ, იმ ადამიანში იქნება რაღაც განსაკუთრებული, რაც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს მოხიბლავს. ტყუპები, როგორც წესი, სერიოზულ ურთიერთობებში მაშინვე არ შედიან, რადგანაც თავისუფლება და გართობა განსაკუთრებით უყვართ. მაგრამ, თუ პოტენციურ პარტნიორს დაშორდებიან, ის ყოველთვის ემახსოვრებათ.
კირჩხიბები განსაკუთრებით მგრძნობიარე და ემოციური ადამიანები არიან. ისინი ნამდვილ სიყვარულზე ბავშვობიდან ოცნებობენ. პირველ სიყვარულს, დაახლოებით, 15 წლის ასაკში ხვდებიან. როგორ განვითარდება ეს ურთიერთობა, მათზეა დამოკიდებული, მაგრამ კირჩხიბები უანგარო სიყვარულისთვის მზად არიან. მათთვის იდეალური ურთიერთობა სიყვარულითა და პატივისცემით არის სავსე. შესანიშნავი მსმენელები არიან და თანაგრძნობის განსაკუთრებული უნარი აქვთ. თუ დროთა განმავლობაში პარტნიორისაგან სითბოსა და პატივისცემას ვეღარ გრძნობენ, ურთიერთობას ასრულებენ.
ლომებს სერიოზული ურთიერთობები სძულთ, ვიდრე არ გადაწყვეტენ და კარგად არ ჩამოყალიბდებიან, რა სურთ ცხოვრებაში. ამიტომაც, პარტნიორის არჩევას არ ჩქარობენ. საშუალოდ, ისინი რჩეულს 25 წლის ასაკში ხვდებიან. ამ დროისთვის უკვე იციან, რისი მიღწევა სურთ და განვითარებისაკენ ისწრაფვიან. თუმცა, შეყვარებული ლომი მოწიფულ ასაკშიც ისე იქცევა, როგორც მოზარდი. ასაკი მათთვის დიდ როლს არ თამაშობს.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ქალწულები შეყვარებისა და დაოჯახების გადაწყვეტილებას საკმაოდ რთულად იღებენ. ხშირად საჭირო კავშირების დამყარებას ვერ ახერხებენ იმ ადამიანთან, რომელიც მართლა მოსწონთ. თუმცა, იდეალური პარტნიორის საპოვნელად ზოგჯერ მათ შეყვარება სულაც არ სჭირდებათ. ქალწულები ცხოვრებას მეგობრებითა და ნაცნობებით ივსებენ იმ იმედით, რომ საბოლოოდ მეორე ნახევრის როლისთვის რომელიმე მაინც იქნება შესაფერისი.
სასწორები პირველ ნამდვილ სიყვარულს რთულ ასაკში ხვდებიან. ისინი ამ დროს, დაახლოებით, 20 წლის არიან. ეს არის ასაკი, როცა არც მოზარდები არიან, მაგრამ არც ზრდასრული ადამიანები. მათ ცხოვრებაში ბევრი დისბალანსია და შესაბამისად, გადაწყვეტილებების სიმყარეში დარწმუნებულები არ არიან. სასწორებს პარტნიორის სახით გვერდით სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მათი საუკეთესო მეგობარი გახდება, მოუსმენს და პრობლემების დავიწყებაში დაეხმარება.
მორიელები პირველ სიყვარულს თინეიჯერობის ასაკში ხვდებიან. ამ ასაკში მათ გრძნობებში გარკვევა უჭირთ და მალავენ, მაგრამ შინაგანად მაინც ღელავენ და თან ბედნიერებიც არიან. მორიელისთვის სულიერი მეგობარია ის, ვისთანაც ზაფხულის არაერთი არდადეგები გაატარა. დაშორების შემთხვევაშიც კი მასზე ფიქრობენ. სხვა ურთიერთობებისგან განსხვავებით, ეს ურთიერთობა მათთვის ყოველთვის ძვირფასია.
მშვილდოსნებს თავისუფლება განსაკუთრებით უყვართ. ამიტომაც, სერიოზული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე არ ფიქრობენ. ეს პროცესი, დაახლოებით, 28 წლის ასაკამდე გრძელდება. თუ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი ნამდვილ სიყვარულს იპოვის, ძალიან სტაბილური და სანდო ადამიანი იქნება. მიუხედავად ამისა, მათ თავისუფალი სივრცე მაინც დასჭირდებათ, თუმცა ამის შესახებ პარტნიორსაც ეცოდინება.
თხის რქებს მეორე ნახევრის შესახებ თავიანთი წარმოდგენები აქვთ და ნამდვილ სიყვარულს ყველაზე ხშირად მაშინ პოულობენ, როცა 30 წელს გადაშორებულები არიან. როცა მათი სულიერი მეგობარი საბოლოოდ გამოჩნდება, ისინი მენტალურადაც მზად არიან, რომ სერიოზული ურთიერთობა დაიწყონ და ოჯახი შექმნან.
მერწყულებს, როგორც წესი, ადრეულ ასაკში არ უყვარდებათ. მაგრამ, მაშინ, როდესაც სასურველ პარტნიორს იპოვიან, ღრმა კავშირს ქმნიან. მერწყულებს ხშირად აქვთ განცდა, რომ მათი არავის ესმის. ამიტომ, გვერდით სჭირდებათ ადამიანი, ვინც მოუსმენს და უპირობოდ ეყვარება. სულიერი მეგობარი სჭირდებათ, რომელთანაც დიდი ხნის განმავლობაში ისაუბრებენ და ემოციებს გაუზიარებენ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ურთიერთობისათვის მყარი საფუძვლები სჭირდებათ, ამიტომ პარტნიორს მათი ნდობის მოსაპოვებლად დიდი შრომა მოუწევს.
თევზების ნიშნის წარმომადგენლებს პირველად, დაახლოებით, 17 წლის ასაკში უყვარდებათ. ისინი განსაკუთრებით ემოციური ადამიანები არიან და როდესაც სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ჰყვებიან, ეს ისტორია ზღაპარს ჰგავს. მათი რჩეული კი თევზების ცხოვრებაში ახალ და საინტერესო ისტორიას ხსნის.