მთელი მსოფლიოს ყურადღება გუშინ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიმართ იყო მიპყრობილი. 55 წლის მელანია ერთადერთი პირველი ლედია 1820 წლის შემდეგ, რომელიც ამერიკის კონტინენტზე არ დაბადებულა.
მელანია ტრამპი სლოვენიაში დაიბადა, ევროპაში მოდელად მუშაობდა და საბოლოოდ კარიერა ნიუ-იორკში დაასრულა, სადაც მაგნატი დონალდ ტრამპი გაიცნო. წყვილი 2005 წელს დაქორწინდა და მომდევნო წელს ვაჟი, ბარონი შეეძინათ.
2016 წელს დონალდს აშშ-ს პრეზიდენტად არჩევით, მელანია პირველი უცხოეთში დაბადებული აშშ-ის პირველი ლედი გახდა 1820-იანი წლების - ლუიზა ადამსის - შემდეგ.
მელანიას ქალიშვილობის გვარი კნაუსია. ის 1970 წლის 26 აპრილს დაიბადა ნოვო მესტოში, მაშინ სლოვენია იუგოსლავიის ნაწილი იყო.
მამამისი მანქანების დილერი გახლდათ, დედა კი - საბავშვო ტანსაცმლის დიზაინერი. იგი მოკრძალებულ სახლში გაიზარდა უმცროს დასთან ერთად და მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ მას უფროსი ნახევარძმაც ჰყავდა, რომელიც მამამ წინა ურთიერთობიდან მიატოვა.
მელანიამ მოდელობა 16 წლის ასაკში დაიწყო და ორი წლის შემდეგ კონტრაქტი გააფორმა მილანში არსებულ სააგენტოსთან. იგი ლუბლიანას უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ სამოდელო კარიერის გამო სწავლა მიატოვა. მუშაობდა მილანსა და პარიზში, სანამ 1996 წელს ნიუ-იორკში არ გადავიდა.
ის რეგულარულად მუშაობდა ცნობილ ფოტოგრაფებთან, როგორებიც არიან პატრიკ დემარშელიე და ჰელმუტ ნიუტონი, მოხვდა ისეთი ცნობილი ჟურნალების გარეკანებზე, როგორიცაა Harper's Bazaar (ბულგარეთი), Vanity Fair (იტალია), GQ (რისთვისაც შიშველი პოზირებდა 2000 წლის იანვარში) და სპორტული ილუსტრირებული საცურაო კოსტუმის გამოცემაში.
მომავალი ქმარი დონალდი 1998 წელს ნიუ-იორკში, მოდის წვეულებაზე გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან უარი თქვა მასთან შეხვედრაზე, დონალდმა საბოლოოდ მაინც მოინადირა მისი გული და წყვილი 2004 წელს დაინიშნა.
მომდევნო წელს დაქორწინდნენ. მდიდრული ცერემონია პალმ ბიჩში, ფლორიდაში გაიმართა, რომელსაც ცნობილი სახეები, მათ შორის შაკილ ო'ნილი, ბარბარა უოლტერსი, კელი რიპა, მეთ ლაუერი, ქეთი კურიკი, ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და ნიუ-იორკის სენატორი ჰილარი კლინტონი ესწრებოდნენ.
2006 წელს მელანიამ ბარონ უილიამ ტრამპი გააჩინა. მათი ვაჟი დონალდ ტრამპის მეხუთე შვილია. იმავე წელს იგი ასევე გახდა აშშ-ის მოქალაქე.
როდესაც დონალდმა 2016 წელს გამოაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას აპირებდა, რა თქმა უნდა, მელანია მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მის წარსულ სამოდელო საქმიანობასთან ერთად. განსაკუთრებით დაინტერესდნენ მისი შიშველი ფოტოებით.
ერთ-ერთი პირველი საკამათო სურათი, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, იყო 2000 წლის ბრიტანული GQ-ის ყდა, სადაც ის შიშველი იწვა ბეწვის საბანზე.
სკანდალი ამით არ დასრულებულა: 2016 წლის ივლისში მელანიამ სიტყვით გამოვიდა რესპუბლიკელების ეროვნულ ყრილობაზე, რომლის ზოგიერთი მონაკვეთი მიშელ ობამას 2008 წლის დემოკრატების ეროვნულ ყრილობაზე გამოსვლის იდენტურად იქნა მიჩნეული. არადა თავიდანვე განაცხადა, რომ გამოსვლის ტექსტი თავად დაწერა. მელანია პლაგიატისთვის გააკრიტიკეს.
მოგვიანებით ტექსტზე და შეცდომაზე პასუხისმგებლობა მელანიას გამოსვლის ავტორმა, მერედიტ მაკივერმა აიღო. მან თქვა, რომ შემთხვევით ჩართო ობამას გამოსვლის ნაწილი მელანიას საუბარში.
2018 წლის დასაწყისში, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ქვეყნის საიმიგრაციო კანონების გადახედვას ცდილობდა, მელანიას შეახსენეს, რომ თავადაც უცხოელი იყო და ოდესღაც შეერთებულ შტატებში ცხოვრებასა და მუშაობას ცდილობდა.
2001 წლის მარტში მან EB-1 პროგრამის ფარგლებში მუდმივი ბინადრობის მწვანე ბარათი მიიღო, რომელსაც უწოდეს "აინშტაინის ვიზა" უწოდეს, რადგან ის წამყვან მეცნიერებს, ბიზნეს ლიდერებს, ოსკაროსან მსახიობებს და ისეთ წარმატებულ ადამიანებს ეძლევათ, რომლებიც "არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს" ამტკიცებენ. ზოგიერთი კრიტიკოსი სადაოს ხდიდა, იმსახურებდა თუ არა ასეთ ტიტულს თავის დროზე მელანია.
2018 წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მელანიას მშობლებს, ვიქტორ და ამალიას, აშშ-ს მოქალაქეობა მიენიჭათ. ასევე გაირკვა, რომ პირველმა ლედიმ დააფინანსა მათი მწვანე ბარათები, რაც ეწინააღმდეგებოდა პრეზიდენტის მიდგომას "დამსახურებაზე დაფუძნებული" საემიგრაციო პოლიტიკის შესახებ.
მელანია ამერიკის პირველი ქალბატონების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან ლედიდ მიიჩნევა და არაერთხელ ყოფილა რეიტინგების სათავეებში.
წლევანდელი ინაუგურაციის ორივე ლუქი - შავ-თეთრი კლასიკური, დახვეწილი კოსტიუმი და ასევე შავ-თეთრი ელეგანტური კაბა, ასევე ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან გამოსვლად შეაფასეს.