კანადელ მომღერალ ნელი ფურტადოს მსოფლიო მსმენელი წლებია იცნობს. ლამაზთვალება ნელის კლიპი ქართულ ტელეარხებზეც ტრიალებდა 2000-იანი წლების დასაწყისში. დღეს მომღერალი 46 წლისაა. საკმაოდ განსხვავდება გარეგნულად იმ ნელისგან, თუმცა ამბობს, რომ საკუთარი თავი მიიღო ამ ფორმებით, შეიყვარა, არც პლასტიკურ და სხვა ტიპის ჩარევებსაც გეგმავს გარეგნობაში და სხვებსაც მოუწოდებს, იყვნენ მართალნი საკუთარ თავთან და საზოგადოებასთან.
ამ წლის დასაწყისში საცურაო კოსტიუმში გადაიღო ფოტოები და ვრცელი პოსტი დაურთო. მის ამ პოსტს მილიონობით მოწონება და კომენტარი მოჰყვა.
"გქონდეს ნეიტრალური სხეული 2025 წელს, მაგრამ რაც მთავარია, გიყვარდეს გულით. მადლობა გასულ წელს ყველა მოგონებისთვის...
არც ერთი სახის არც სხეულის კორექცია და პლასტიკა არ გამიკეთებია, გარდა ზედა ყბის ვინირებისა. აქამდე არ გამიკეთებია სახის ან ტუჩის ინიექცია ან რაიმე სახის შემავსებელი, მაგრამ მყავს მოსიყვარულე, გამოცდილი კოსმეტოლოგი, ვისგანაც ვყიდულო შრატებსა და კრემებს და 20 წლის ასაკიდან ვიყენებ მათ. ფოტოსესიების წინა დღეს და წითელ ხალიჩებზე გამოსვლის წინ, ბევრ წყალს ვსვამ და ზურგზე მძინავს...
ხანდახან წითელ ხალიჩაზე ან ფოტოგადაღებებზე ჩემი ვიზაჟისტი იყენებს სხვადასხვა საშუალებას, რომ სახის გარკვეული ნაკვთები უფრო გაამკვეთროს ან ტანის სილუეტს მისცეს აქცენტები. მაკიაჟს ჯადოსნური ძალა აქვს!.. თუმცა ამ ფოტოებზე ვარ უმაკიაჟოდ და ფოტოები არ არის დარედაქტირებული, არ აქვს არანაირი ფილტრი, მხოლოდ მაგრამ სპრეი რუჯი მისვია! ვენებსაც ხედავთ ალბათ, ისინი მახსენებენ დედაჩემს, დეიდებს და ცხოვრებას, თითქოს მათთან კავშირს ვგრძნობ ამით...
ჩემი 2025 წლის გზავნილია თავისუფალი თვითგამოხატვა. აღნიშნე შენი ინდივიდუალურობა და იცოდე, რომ არ არის ცუდი, იყო სავსებით კმაყოფილი იმით, რასაც ხედავ სარკეში და ასევე კარგია გინდოდეს რაღაც განსხვავებული. ჩვენ ყველანი საყვარელი პატარა ადამიანები ვართ, რომლებიც უბრალოდ დედამიწაზე ვტრიალებთ და სულ ჩახუტების ძიებაში ვართ."
მომღერალი და სიმღერების ავტორი, ნელი კიმ ფურტადო 1978 წლის 2 დეკემბერს დაიბადა კანადაში. ბავშვობიდან მღეროდა, 1996-98 წლებში პატარა ჯგუფიც შექმნა, 2000-იანი წლებიდან კი დაიწყო შოუებსა და კონკურსებში მონაწილეობა. ათობით სიმღერის დაწერის შემდეგ გაიცნო თავისი მომავალი მენეჯერი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ნელის პოპულარიზაციაში და რომელიც დღემდე მასთან მუშაობს.
ნელის სადებიუტო ალბომი და სიმღერა I’m like a Bird 2001 წლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სიმღერად იქცა და რამდენიმე ქვეყანაში ჰიტ-აღლუმების სათავეში მოექცა. იყო წარდგენილი "გრემიზე" და ნელიმ აიღო კიდეც ეს ჯილდო "ქალის საუკეთესო პოპ-ვოკალისთვის". ნელი ნამდვილი ვარსკვლავი გახდა.
ნელი სამი შვილის დედაა. ქალიშვილი ნევისი მუსიკოს ჯასპერ გეჰანიასთან ურთიერთობისას შეეძინა. წყვილი ხუთი წელი ხვდებოდა ერთმანეთს.
2008 წელს კუბელ ხმის რეჟისორს დემასიო კასტელონეს გაჰყვა ცოლად. ეს ქორწინება 2016 წლამდე გაგრძელდა. 2021 წელს გამოაცხადა, რომ კიდევ ორი შვილი ჰყავს - ქალ-ვაჟი. მოგვიანებით კი ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი მეორე და მესამე შვილების მამა ამერიკელი რეპერი ჯერია.
მომღერალი დღემდე არ წყვეტს მუშაობას, ატარებს კონცერტებს, დადის გასტროლებზე და წერს სიმღერებს. მის ახლებურ გარეგნობას კი მისი გულშემატკივრები უკვე შეეჩვივნენ.