სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში დაახლოებით 320 მილიონი ადამიანი დალტონიზმით იტანჯება. ამ ადამიანებს ფერების ზუსტად ამოცნობა არ შეუძლიათ. დაახლოებით ერთნაირი ჩრდილების ერთმანეთისაგან განსხვავება კი განსაკუთრებით უჭირთ.
დღეს ერთ სახალისო ტესტს გაგიზიარებთ, რომელიც თქვენს მხედველობას შეამოწმებს და ასევე გეტყვით, რამდენად კარგად შეგიძლიათ მსგავსი ტონალობიდან განსხვავებული ჩრდილის დაფიქსირება. მოცემულ სურათზე მხოლოდ ერთი უჯრაა განსხვავებული. ანუ მისი ფერი სხვებისაგან მცირედით, მაგრამ მაინც განსხვავდება. თქვენი ამოცანაა, ეს განსხვავება რამდენიმე წამში იპოვოთ.