თურქეთში გლოვის დღეა გამოცხადებული - ქვეყანაში პოპულარულ სათხილამურო კურორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. გარდაცვლილების იდენტიფიცირება ამ დრომდე გრძელდება.ბოლო მონაცემებით დაღუპულია 76 ადამიანი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. არკვევენ იმასაც, იყო თუ არა სასტუმრო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისი. დაკავებულია ცხრა ადამიანი, მათ შორის სასტუმროს მფლობელი.
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბოლუს ოთხშაბათს ეწვია. მისი განცხადებით, ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება. სამძებრო-სამაშველო ჯგუფები ცხედრებს ამ დრომდე ეძებენ. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აფასებენ შენობის ყველა რისკს, მათ შორის ნგრევის შესაძლებლობას.
ჯანდაცვის მინისტრის ქემალ მემისოღლუს თქმით, ხანძრის შედეგად 51 ადამიანი დაშავდა. ერთი მათგანი რეანიმაციაში რჩება, 17 კი გაწერეს. განაგრძეთ კითხვა