დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ის უმცროსი ვაჟი, პრინცი ჰარი, ამერიკის შეერთებული შტატების ელიტაში ახალი მეგობრების შეძენას ვერ ახერხებს. ამის შესახებ Daily Beast ჟურნალ Vanity Fair-ის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
წყარომ, რომელიც პრინცის მეუღლესთან, მეგან მარკლთან მუშაობდა, გამოცემას განუცხადა, რომ პრინცი ამერიკაში ახალი მჭიდრო კავშირების ნაკლებობას უჩიოდა. ჰარისთან და მის მეუღლესთან პროფესიონალური კონტაქტების სხვა წყარომ თქვა, რომ პრინცმა "არ იცის, რა სურს, რადგან ის აკვარიუმის პირობებში გაიზარდა და არაფერი იცის რეალური ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ".
„ვფიქრობ, მას უნდა, რომ მარტო დარჩეს და შვილებთან ცხოვრებით ტკბობით საშუალება ჰქონდეს ფულზე ფიქრის გარეშე. არა მგონია, რომ მას ისეთ ცნობილ სახედ ყოფნა უნდოდეს, როგორც მეგანს სურს", - განაცხადა წყარომ.
წყვილის ზოგიერთ პროექტში ჩართულმა კიდევ ერთმა ადამიანმა თქვა, რომ მეგან მარკლი ცდილობს პრინც ჰარის დედის მაგივრობაც გაუწიოს და ზოგჯერ მის "გადააკეთებას" ცდილობს, რაც, მისი აზრით, ეს არც თუ ისე ჯანსაღად გამოიყურება.