"დედას სუნთქვა, მე შენ არასდროს განგსჯი, მე ყოველთვის მხოლოდ მოგისმენ და შენს გვერდით ვიქნები, ჩემო სიცოცხლის ელექსირო და ბედნიერებავ, დეე, ჩემო გულის ნაწილო, მესამყაროები და უსაზღვროდ, უკიდეგანოდ მენატრები...…გთხოვ, მოდი და ჩამეხუტე, ჩემო სუნთქვა, იცი როგორ ენატრები შენს ძმებს, მამას და ყვეელას. დე მჭირდები, მენატრები, ყველას გვენატრები" -ასეთი ემოციური სიტყვებით მიმართავს 14 წლის ალექსანდრე მიქელაძეს დედა, ნათია დიაკვნიშვილი და საზოგადოებას შვილის პოვნაში დახმარებას სთხოვს.
ალექსანდრე ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მეცხრე კლასის მოსწავლეა. ბიჭი 16 იანვარს 22 საათიდან გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდს ყველგან ეძებენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბავშვის პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს, კამერებში ჩანს, როგორ დებს ალექსანდრე სკამზე ამ ნივთებს და მას შემდეგ კვალი ქრება.
ოჯახის წევრების თქმით, ალექსანდრე იმ საღამოს ინგლისურის გაკვეთილიდან მარტო გამოვიდა და მას შემდეგ დაიკარგა. საქმეში ბუნებრივია ჩართულია პოლიცია, ჩართულია სანათესავო, ყველგან ეძებენ მოზარდს. პოლიციაში იკითხებიან ის ადამიანები, ვისაც შეხება ჰქონდა არასრულწლოვანთან, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი ხელჩასაჭიდი არ ჩანს.ოჯახი ყველანაირ იმედს ებღაუჭება და მოუთმენლად ელოდება შვილის გამოჩენას. ჩვენ დავუკავშირდით ალექსანდრეს დედას, ნათია დიაკვნიშვილს:
- ამ დრომდე არაფერი გვაქვს ხელჩასაჭიდი. ხელჩასაჭიდს ვერაფერს ვპოულობთ - ტელეფონი, ჩანთა და ქურთუკი დატოვა ზღვის ნაპირას, მეტი არაფერი ვიცით. ერთადერთი "ინსტაგრამზე" აქვს სტატუსად დაწერილი სიტყვა თავისუფლება, მეტი არაფერი ვიცით. განაგრძეთ კითხვა