სხვადასხვა თაობას შორის ოჯახში ხშირად არის კონფლიქტი, სხვადასხვაგვარი შეხედულების გამო. ერთ-ერთი ყველაზე კონფლიქტური შვილების აღზრდის თემაა. ყველა თაობას თავისი შეხედულებები და ტრადიციები აქვს. გარდა ამისა, ზოგ ოჯახში თუ კომპრომისები შესაძლებელია, ზოგან უფროსი თაობა უხეშად ერევა ახალგაზრდა მშობლების აღზრდის მეთოდებში და ამას სერიოზული კონფლიქტები მოჰყვება ხოლმე.
ეს შემთხვევაც ერთ-ერთი მაგალითია. ის ცნობილ ბლოგერს და ორი შვილის დედას კამილას შეემთხვა, რომელიც ყაზახეთში ცხოვრობს.
გამომწერებს თავისი ცხოვრების მომენტებს უზიარებს და საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. თუმცა რაც ბოლოს გამოქვეყნებულ ვიდეოზე მოხდა, ასეთი არასოდეს ყოფილა მის გვერდზე. მან საკმაოდ ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც უკვე 40 მილიონზე მეტი ნახვა აქვს და საკმაოდ განხილვად ვიდეოდ იქცა. ეკრანზე ჩანს კამილა ორი წლის ქალიშვილთან ერთად და ტირის. როგორც კამილა ამბობს, ერთი საათით დაუტოვა რამინა მშობლებს და რომ დაბრუნდა, თავგადაპარსული დახვდა.
კამილას საკმაოდ მძაფრი რეაქცია ჰქონდა ოჯახის წევრების საქციელზე. ვიდეორგოლში ტირის და მშობლებს ეკითხება, რატომ მოექცნენ ასე. დედა უხსნის, რომ არ არის საჯაროდ ამაზე მსჯელობა და რომ ამ თემაზე მათ ბევრჯერ უსაუბრიათ...
ვიდეოს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი კამილას მშობლებს ლანძღავდა, შვილის ცხოვრებაში და უფლებებში უხეში ჩარევის გამო და დედას ურჩევდა, ამის მერე არავის ენდოს და არ დაუტოვოს ბავშვი, ზოგი კი - კამილას, გადამეტებული ემოციების და ოჯახის ამბების გასაჯაროების გამო. მოგვიანებით კამილამ პოსტიც დაწერა და საკუთარი მკვეთრი რეაქცია ახსნა:
"ძალიან თხელი თმა აქვს ბავშვს და დიდი ხანია ვუზრდიდი. სამჯერ გადავპარსე, მაგრამ ამან არ უშველა. საერთოდ არ ახდენს გადაპარსვა გავლენას თმის სისქეზე. როგორიც იყო თმა თხელი, ისეთივე დარჩა. ამაზე მშობლებთანაც არაერთხელ ვისაუბრე. ბაღში ზეიმისთვის ემზადებოდნენ და ვფიქრობდი, როგორ ვარცხნილობას გავუკეთებდი... ეს რა თაობაა? არ ესმის არაფერი".