მსახიობის და ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა რაც წამოიზარდა, სულ უფრო და უფრო მეტად ემსგავსება ცნობილ დედას. ამას გამომწერებიც ხშირად უწერენ მორიგი ახალი ფოტოების გამოქვეყნებისას.
ბოლო პერიოდში დედა-შვილი დიდ დროს ატარებს საზღვარგარეთ. ახალ წელსაც დუბაიში შეხვდნენ. ახლახან კი ევამ საქართველოში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, ახალი იმიჯით და დედასთან კიდევ უფრო მეტი მსგავსებით. ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ევა მოდელი და ინფლუენსერია.
ევა ცოტა ხნის წინ გახდა 23 წლის. დედამ დაბადების დღე ოჯახური ფოტოებით მიულოცა.