როგორც ცნობილია, ევროვიზია 2025-ზე საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში, 15 მაისს იმღერებს. ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 13, 15 და 17 მაისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, ვინ წარადგენს საქართველოს ევროვიზიაზე. საუბრობენ ნინი ბრეგვაძეზე, თათია კობალაძეზე და კიდევ რამდენიმე კანდიდატზე, რომელთაც სიმღერები წარადგინეს საკონკურსოდ.
სწორედ თათია კობალაძეზე წერს კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი:
"ევროვიზიაზე უნდა წავიდეს თათია კობალაძე. იმიტომ კი არა, რომ ვინმეზე ან უკეთ მღერის ან ნაკლებად. არა, დღეს ყველა კარგად მღერის!!! მაგრამ თათიას აქვს მებრძოლი ხასიათი. სულ რაღაც 2 კვირის წინ ამოიკვეთა სიმსივნე და მისი სული ისევ ანთებულია კონკურსისკენ, სადაც დიდი გამოცდილებით სარგებლობს და აქვს კონკურსების იმუნიტეტი!
სიმღერა კი ჩემი დაწერილია, მაგრამ რომც არ იყოს, მაინც თათია არის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მსოფლიო ქალებს მისცემს იმედს და დაამტკიცებს, რომ კიბო განაჩენი არ არის. სიმღერაც ამაზე გვაქვს !!! და ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული ქეისია და იმედი იმ ადამიანების, ვინც თათიასავით უშიშარი არ არის და ყველაფერი დასრულებული ჰგონია!
თქვენ რას იტყვით, მეგობრებო?? თათიას აქვს ის ენერგია, რომ წარმატება მოგვიტანოს!!!"