მაშინ, როცა უფროსები ძილს ნანატრ დასვენებად აღიქვამენ, ბავშვებისთვის ის მხიარულების დასრულებას, მშობლებთან განშორებას, სიბნელესა და მოწყენილობას ნიშნავს. გარდა ამისა, ბავშვის ტვინმა დღის განმავლობაში იმდენი ახალი ინფორმაცია აითვისა და დაამუშავა, რომ მისი დამშვიდება საღამოს ძალიან რთულია. ჩვენ გეტყვით, როგორ გახადოთ თქვენი საღამოს რიტუალი უფრო სასიამოვნო და დავეხმაროთ თქვენს შვილს სწრაფად და იოლად ჩაძინებაში.
აუხსენით თქვენს შვილს, რომ ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა დაისვენოს. გააგებინეთ ბავშვს, რომ დღეს მეტს ვერაფერს ვეღარ გააკეთებს - მნიშვნელოვანია, რომ სხეული და გონება გათავისუფლდეს.
ბავშვს შეიძლება ეშინია მთელი ღამით თქვენგან განშორებისა და ბნელ ოთახში მარტო დარჩენის. ეს ფრაზა ამშვიდებს, უჩენს მას ნდობას, რომ ყოველთვის დაიცავთ მას, თუნდაც სხვა ოთახში დაიძინოთ.
ეს დაეხმარება თქვენს შვილს, ძილის წინ გაგიზიაროთ ნებისმიერი ემოცია ან აზრი, რომელიც შეიძლება აშფოთებს და მის დაძინებას ართულებს. მას შემდეგ, რაც იტყვის და არავინ შეარცხვენს ამის გამო, ის უფრო სწრაფად დაიძინებს.
ფრაზა ჰიპნოტიზატორების არსენალიდანაა, მაგრამ ის ნამდვილად მუშაობს. თუ ბავშვი გაიხსენებს მშვიდ და მყუდრო ადგილებს, დამშვიდდება და უფრო სწრაფად დაიძინებს.
არ დაგავიწყდეთ ამაზე უფრო ხშირად საუბარი. მნიშვნელოვანია ბავშვებმა იგრძნონ სიყვარული, ეს მათ სიმშვიდესა და თავდაჯერებულობას ანიჭებს.
იმის ცოდნა, რომ ვიღაცისთვის ხარ სიხარულისა და ბედნიერების წყარო, ძალიან ამშვიდებს და ფაქტიურად ავსებს ოქსიტოცინით. ბავშვს აფასებენ, იღებენ და უყვართ ისეთს, როგორიც არის – რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის არც ერთი კოშმარი აღარარის საშინელი.