ბოლო წელიწად ნახევარი უსინათლო მომღერლისთვის განსაკუთრებით რთული იყო, რადგან 2023 წლის 20 მაისს გარდაიცვალადიანა ღურწკაიასსაყვარელი მეუღლე, პეტრე კუჩერენკო. მიუხედავად იმისა, რომ ტრაგედიიდან უკვე მრავალი თვე გავიდა, მომღერალი ვერ ეგუება დანაკარგს.
"რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია. ვერ ვიტან, როცა მეუბნებიან: "მან შენს გვერდით 18 წელი გაატარა“. ვინ თქვა, რომ ეს წლები საკმარისი იყო ჩემთვის? სიცარიელე არის სიცარიელე", – განაცხადა მომღერალმა რუსულ მედიასთან.
ინტერვიუში ღურწკაიამ საკუთარ თავზე დაკავშირებული შოკისმომგვრელი დეტალები გაამჟღავნა. მომღერალმა გაიხსენა, როგორ გაანადგურა ექიმების დიაგნოზმა – როდესაც უთხრეს, რომ საშვილოსნოს კიბო ჰქონდა. ამის მოსმენისას ერთადერთი რაზეც აღელდა ეს იყო შვილის ბედი. არ უნდოდა, რომ ბიჭი დედის გარეშე დარჩენილიყო. საბედნიეროდ, მოგვიანებით გაირკვა, რომ ექიმებმა შეცდომა დაუშვეს.
"ჩემს ირგვლივ ყველა ტიროდა და უკვე მემშვიდობებოდნენ – მთელი ოჯახი...