66 წლის შერონ სტოუნი ამერიკული კარდიოლოგიური ასოციაციის ყოველწლიურ გალასაღამოზე გამოჩნდა. როგორც ცნობილია, გადატანილი ინსულტის შემდეგ ის მრავალი წელია, საგანმანათლებლო სამუშაოს ეწევა ჯანმრთელობის სფეროში.
მსახიობმა ორჯერ გამოიცვალა სამოსი და დრესკოდის თანახმად, ორივე ლუქი წითელი იყო.
როგორც ცნობილია, 2001 წელს, 43 წლის ასაკში სტოუნს ინსულტი დაემართა. დაავადებამ დააზიანა მსახიობის მეხსიერება და გრძნობის ორგანოები. მარცხენა თვალით ვერაფერს ხედავდა და მარცხენა ყურში არ ესმოდა, ვერ წერდა, ვერ კითხულობდა და ვერ მოძრაობდა. ფაქტობრივად, ყველაფერი ხელახლა ისწავლა.
დაავადების შემდეგ მეტად დაფიქრდა ჯანმრთელობის საკითხებზე, ბაროუს ნევროლოგიური ფონდის მმართველთა საბჭოში გაწევრიანდა, ასევე წლები მუშაობდ გაეროსთვის დ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის.
ცხოვრება ხელახლა დაიწყო და მართლაც საოცარ ფორმაშია. ბევრს ვარჯიშობს და ეს საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოებშიც ნათლად ჩანს.