52 წლის ვარსკვლავის 24 წლის ქალიშვილი თავხედობაში ამხილეს. ნიუიორკელმა ოფიციანტმა რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში და გამოაცხადა, რომ აირისი "ყველაზე საზიზღარი გოგოა, რომელსაც კი ოდესმე მომსახურებია".
ოფიციანტის თქმით, მოდელმა ნამდვილი ისტერიკა მოაწყო იმის გამო, რომ არ მოეწონა დესერტი, რომელიც თავად აარჩია მენიუდან. ის დაჟინებით მოითხოვდა ალტერნატივას, საკუთარი გემოვნებით, ხოლო როცა უარი მიიღო, დაიწყო უხეშობა და მუქარა ფრაზებით: "იცი, მე ვინ ვარ? იცი, მამაჩემი ვინ არის?" ბოლოს კი ისე წავიდა, არც გადაუხდია.
ოფიციანტის პოსტი ვირუსულად გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთები ამბობენ, რომ ასე ბრმად გამოქვეყნებულ ბრალდებებს არ შეიძლება ენდოს ამდენი ხალხი, სხვები კი საკუთარ ამბებს ყვებოდნენ, როცა თავად გახდნენ აირისის სიუხეშის მსხვერპლნი. მაგალითად, ვიღაცას თურმე ძალიან მტკიცედ მიახალა უარი ფოტოს ერთად გადაღებაზე.
თავად მოდელმაც მალე გააკეთა კომენტარი. ვიდეიმომართვა ჩაწერა, რომელშიც ამბობს, რომ ოფიციანტის მონათხრობი ტყუილია და გულშემატკივრებს მხარდაჭერა სთხოვა.
აირისი საკმაოდ წარმატებული მოდელია. 16 წლისა Burberry-ს სახე გახდა და მთელმა მსოფლიომ გაიცნო. მაშინვე შეიტყო ყველამ, რომ ის სახელგანთქმული ჯუდ ლოუს ქალიშვილია, რომელსაც იცნობენ ფილმებიდან "ნიჭიერი მისტერ რიპლი", "ცივი მთა", "შერლოკ ჰოლმსი" და სხვა.
აირისი ჯუდის უმცროსი გოგონაა პირველი ქორწინებიდან. ჟურნალ "ვოგის" ფურცლებზე ის 12 წლის ასაკში გამოჩნდა. მაშინ ჯერ კიდევ მშობლებთან და უფროს ძმასთან ერთად. დამოუკიდებელი მოდელი15 წლის ასაკში გახდა.
მართალია, შვილის პოპულარობისთვის მშობლებმა ბევრი რამ გააკეთეს, მაგრამ ამაში აირის დამსახურებაც დიდია. ის ძალიან მიმზიდველი, მომხიბვლელი და ფოტოგენურია. იცის კამერის წინ მოქცევა. პოზირება არაჩვეულებრივად გამოსდის.