ყველა მშობელი ცდილობს შვილები ჯანსაღი კვების პრინციპით გაზარდოს, თუმცა ყველა ბავშვს როდი უყვარს ასეთი საკვები. თანამედროვე ბავშვების უმრავლესობას ნოყიერ სადილს ხშირად სწრაფი კვება ან ნახევარფაბრიკატი პროდუქტები ურჩევნია. ცნობილმა ექიმმა, ნუტრიციოლოგმა, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მარი მალაზონიამ ჩვენი საიტისთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ასეთ საკვებზეც ისაუბრა.
- არ დაგიმალავთ, ამ კითხვამ დამაფიქრა: დღეს ჩვენ ნამდვილად ბავშვების კვებაზე ვსაუბრობთ? მე, როგორც მომუშავე დედას, კარგად მესმის ე.წ. ნახევარფაბრიკატების ანუ, სხვაგვარად, სწრაფი მომზადების საკვების პრაქტიკული ღირებულება, მაგალითად, როგორც სასწრაფო გადაუდებელი დახმარება კრიტიკულ სიტუაციაში, მაგრამ რამდენად გონივრულია ამ ტიპის მენიუს ხშირად შეთავაზება ბავშვებისთვის?
კიდევ ერთხელ ვიტყვი: თითოეული ბავშვი უნიკალურია და მისი საგემოვნო არჩევანი დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, ოჯახური კვების მოდელსა თუ კულინარიულ ტრადიციებზე და სხვა.
თუმცა ჩვენი შეთავაზება ყოველთვის უნდა ითვალისწინებს ბავშვის ორგანიზმის ობიექტურ მოთხოვნილებებს და ფიზიოლოგიურ საჭიროებებს,რაც იმას ნიშნავს, რომ:
გრძელვადიანი გამოყენებისთვის გამიზნული გაყინული საკვები, მათ შორის, ცომში გახვეული ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები(როგორ მოხარშული, ასევე, გამომცხვარ-შემწვარი)სისტემატურად არ უნდა ვაჭამოთ ბავშვებს; ბავშვებს და მოზარდებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ ცოცხალი პროდუქტები, ადექვატური რაოდენობით ცილის, ცხიმის, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალების შემცველი,სწორად მომზადებული კერძები; ამისათვის ყოველდღიურად დაგჭირდებათ ნედლი ბოსტნეული და ხილი, რძის ნაწარმი, მარცვლოვნები და ბურღულეული; ბავშვებს წასახემსებლად შესთავაზეთ ხილი; გემრიელად და სასარგებლოდ დასანაყრებლად კი დააწყვილეთ, მაგალითად, რძის ნაწარმი და ბოსტნეული, პასტა/მაკარონის ნაწარმი და ბოსტნეული, ხორცი და ბოსტნეული, ბურღულეული და ხილი,თხილი, ნიგოზი,რძის ნაწარმი და გამომშრალი ხილი (ჩირები) და ა.შ.
- აუცილებელია? უფრო სწორია "სასურველია"! თბილი წვნიანი რამდენიმე ამოცანის გადაჭრაში გვეხმარება: მაგალითად, საკვები ნივთიერებები ადვილად მოინელება და შეიწოვება, ადვილად მისაღწევია დანაყრების ეფექტი და სხვა. ზიზღი და ჩხუბი არასდროსაა კარგი მოკავშირე, განსაკუთრებით, კვების დროს, რადგან იკარგება მთავარი - სიამოვნებასთან ასოციაცია.
ზოგადად, ბავშვებს უყვართ უფროსების ფუნქციების "შეთავსება", "დიდების" როლის მორგება. ამიტომ ყველაზე გამოცდილი ხერხია მათი ჩაბმა კერძის სამზადისში. განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვი არ მიირთმევს საკმარისი რაოდენობით ბოსტნეულს ან ხილს. "მოამზადებინეთ", მაგ., წვნიანი ან სალათი, ოჯახს წარუდგინეთ როგორც "მისი" ქმნილება და მაშინ აუცილებლად გასინჯავს: თავის "ნახელავს" ხომ ვერ დაიწუნებს?
კიდევ ერთი ხრიკი: სადილად დაპატიჟეთ ბავშვის მეგობრები, რომლებიც მადიანად შეექცევიან წვნიანს. სცადეთ და დარწუნდებით, რამდენად მნიშვნელოვანია თანატოლების ავტორიტეტი და გავლენა.