ქეთა თოფურიას და მისი მეუღლის - ლევ დენგოვის ვაჟი ადამი 21 იანვარს 4 წლის გახდა. ამ დღემდე მშობლები მის ფოტოებს არ ასაჯაროებდნენ. დაბადების დღეზე კი ქეთამაც გამოაჩინა ადამი, ფოტოებისგან აწყობილ ვიდეოკოლაჟში, რომლითაც მას დაბადების დღე მიულოცა და ამაყმა მამამაც გამოაქვეყნა ვაჟის ფოტოები.
როგორც ჩანს, ადამს ძაღლები უყვარს განსაკუთრებულად, რადგან სახლშიც ძაღლების დეკორი სჭარბობდა და ტორტიც ძაღლის ფორმის ჰქონდა სახლშიც და შემდეგ - სადღესასწაულო ცენტრშიც.
სადღესასწაულო ცენტრში ყველაფერი გაცილებით გრანდიოზული იყო - დიდი დარბაზი, საცირკო სანახაობა, ანიმატორები, ხუთსართულიანი ტორტი, ბევრი ძაღლი. ადამი ძალიან კმაყოფილი ჩანდა.
დღესასწაულს ოჯახის მეგობრები და ახლობლები ესწრებოდნენ. რა თქმა უნდა, იქ იყო ქეთას დედა, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობს და შვილების აღზრდაშიც ეხმარება, ძიძებთან ერთად.
ლევ დენგოვი და ქეთა თოფურია 5 წელია ერთად არიან და ქეთამ არაერთხელ აღნიშნა, რომ მასთან ძალიან ბედნიერია. ცოტა ხნის წინ წყვილს კიდევ ერთი საერთო შვილი გაუჩნდა, რომელსაც ნიკოლი დაარქვეს და მის ფოტოებსაც ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ. პირველი ქორწინებიდან ქეთას ოლივია გეიხმანი ჰყავს, რომელიც მასთან და ლევთან ერთად იზრდება.