როგორც ცნობილია, "გრემის" წლევანდელ დაჯილდოებას კვლავ არ ჩაუვლია მეგავარსკვლავ ბიონსეს დაჯილდოების გარეშე. მიუხედავად მის გარშემო აგორებული ჭორებისა, რომელიც მისი და მისი მეუღლე ჯეი ზის კავშირებს ეხებოდა სკანდალურ პი დიდისთან, ბიონსე კვლავ კაშკაშებდა სხვა ვარსკვლავებთან ერთად. თუმცა მის დაჯილდოებაზე არანაკლები ყურადღება მისმა ქალიშვილმა მიიპყრო.
ბლუ აივი ერთი თვის წინ გახდა 13 წლის, თუმცა ბოლო დროს მისი ყოველი გამოჩენა სულ უფრო ქალურია, ვიდრე ბავშვური. ამჯერადაც დედას ახლდა ზრდასრულივით შემოსილი, დიდი დეკოლტეთი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით და სრული მაკიაჟით.
"რატომ აიძულებენ, რომ დროზე ადრე დაქალდეს?" "მე 13 წლის ასაკში ასეთი კაბის ჩაცმის უფლებას არ მომცემდნენ", "13 წლის არის? 25 წლისას ჰგავს", - აღშფოთებულ კომენტარებს წერდნენ სოციალურ ქსელში.
თუმცა ბიონსეს კრიტიკა ნაკლებად აღელვებს. ბლუ აივის ჩაცმულობაზე ბოლო პერიოდში სულ ასეთი აჟიოტაჟია.
ცოტა ხნის წინ, ჯერ კიდევ 12 წლისა ახლდა მშობლებს ლოს-ანჯელესში მიუზიკლის "Wicked"-ის პრემიერაზე. გოგონას ვარდისფერი ატლასის კაბა ეცვა დეკოლტეთი, ბრჭყვიალა ქუსლიანი ფეხსაცმელი და ოქროს სამკაულები ეკეთა. ბლუ აივის ფოტოების გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელებში განიხილავენ, თუ როგორ შეიცვალა გოგონა და რამდენად სწრაფად მომწიფდა. "მშობლები ბევრის უფლებას აძლევენ", "რატომ ეჩქარებათ გაზრდა", - წერდნენ ინტერნეტმომხმარებლები.
ბლუ აივი კარტერი 2012 წლის 7 იანვარს დაიბადა. მუსიკოსები 2008 წელს დაქორწინდნენ. როდესაც ბლუ აივი ხუთი წლის იყო, მომღერალს ტყუპი შეეძინა - ვაჟი სერ და ქალიშვილი რუმი.