ფსიქოლოგი ნინო ბუაძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რატომაა მნიშვნელოვანი, მშობლები აქცენტს ცოდნაზე აკეთებდნენ და არა ქულაზე და რა ზიანის მოტანა შეუძლია "ფრიადოსნის სინდრომს":
- კონკრეტული უნარები გარკვეული წესების შემდეგ გამოგვიმუშავდება. ზოგჯერ ჩვენ გვგონია, რომ სულ "ფრიადოსნები" უნდა ვიყოთ. "ფრიადოსნის სინდრომი" და "უშეცდომო ბავშვის" სტატუსი ცხადია, პიროვნებისთვის შემდგომ ძალიან შემაფერხებელია. იმიტომ, რომ თუ მე დაბალ ქულას მიჩვეული არ ვარ, თუკი ეს ჩემში ძალიან დიდ შფოთვას იწვევს ჩემი თვითშეფასება ძალიან ჩამოიშლება იმ ფაქტით, რომ 9-იანი მივიღე. როცა მაღალ ქულას ვიღებ, კარგი ბიჭი/გოგო ვარ და თუ დაბალს - ცუდი. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ქულები და ციფრები მოსწავლის პიროვნებას არ უნდა ეხებოდეს. უფრო დიდ აღქმაში უნდა ვხედავდეთ საკუთარ თავს, ვიდრე კონკრეტული კომპეტენციებია. ერთი კონკრეტული რამ შეიძლება, არ გამოგვივიდეს, მაგრამ ეს ჩვენს პიროვნებას არ უნდა ანგრევდეს.
შეფასების სისტემა მე-5 კლასის ზემოთ შემოდის. შესაბამისად, მოსწავლის შფოთვა მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ რეაგირებს ამაზე მშობელი. თუკი მშობელი მთელ თავის ყურადღებას პროგრესზე, პროცესსა და ცოდნაზე ამახვილებს და არა კონკრეტულ ქულაზე, შესაბამისად, შფოთვის დონე დაბალია. თუმცა, ამას მხოლოდ მშობელი არ განსაზღვრავს. არის საკლასო ველი, სადაც ბავშვები საკუთარ ემოციებს აზიარებენ ქულებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს ფაქტორი მათთვის ძალიან სტრესულია.
ცოდნა უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია. ასევე, შეფასების სისტემა უფრო მეტად ჩასაშლელია. ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსწავლის ცოდნა ქცევას არ ებმოდეს. "გაჩერდი, თორემ, ნიშანს დაგაკლებ" - ნიშანი მართვის მექანიზმი არ უნდა გახდეს.
ნახეთ გადაცემა ვრცლად: