მომღერალი ანი კეკუა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდა და საკმაოდ ძლიერ კონკურსანტად მიიჩნევა.
გადაცემაში "სიცრუის დეტექტორი" აღნიშნა, რომ პროექტში ცდილობს, ისე იცეკვოს, როგორც დედას მოეწონებოდა. ცნობილია, რომ ანის მშვენიერი დედა - ნატალი ვარიადისი, საკმაოდ ახალგაზრდა გარდაიცვალა რამდენიმე წლის წინ და ანის და მამამისს - გია კეკუას, დიდი ტკივილი დაუტოვა. ანი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს დედის ფოტოებს.
- დედაჩემი იყო ის ადამიანი, ვინც ცხოვრებაში ყოველთვის მოტივაციას მაძლევდა. ყველა პროექტში, სადაც მონაწილეობა მიმიღია, მისი და მამას სურვილიც იყო. ყველაფერში ხელს მიწყობდა. ბავშვობიდან მოყოლებული, ბევრ წრეზე დავყავდი. სამწუხაროდ, ის რამდენიმე წელია, ცოცხალი აღარ არის. ამქვეყნიდან ძალიან ახალგაზრდა წავიდა. ჩემთვის მისი გარდაცვალება სტრესულ პერიოდს უკავშირდება. 3 წელიწად-ნახევარი ვერაგ დაავადებას ებრძოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ჩემს თავთან ძალიან ბევრი ბრძოლა მქონდა.
ამ პროცესს მე და მამა ვმართავდით. ჩემს თავზე ბევრი რამ ავიღე. ეს იმხელა პასუხისმგებლობა იყო, რომ მერე დანაკლისის განცდა დამრჩა. ეს პერიოდი მძიმედ გადავიტანე. მას ცეკვა ძალიან უყვარდა. აჭარულს განსაკუთრებულად კარგად ცეკვავდა და უხდებოდა კიდევაც. ყოველთვის ჩემზე ბევრად კარგ ფორმაში იყო. ვიცი, რომ ძალიან გაუხარდებოდა, რომ მე ამ პროექტში ვიღებ მონაწილეობას.
ანი კეკუა ერთი შვილის დედაა - მას და მის მეუღლეს გიორგი გოგბაიძეს პატარა ლუკა 2017 წელს შეეძინათ. დღეს ცოლ-ქმარი ერთად არ ცხოვრობს.