როგორც ცნობილია, კანიე უესტი და ბიანკა ცენსორი მორიგ სკანდალში გაეხვნენ. "გრემის" დაჯილდოებაზე ბიანკა ფაქტობრივად სრულიად შიშველი მივიდა და მთელი მსოფლიო აალაპარაკა.
ბიანკას უამრავი ადამიანი კიცხავს მსგავსი გამოსვლების გამო, ბევრი კი ფიქრობს, რომ ის კანიეს მონამორჩილია და მის ბრძანებებს ასრულებს. ასე ფიქრობენ ბიანკას მშობლებიც, რომლებსაც არ მოსწონთ შვილის ამგვარი იმიჯი. მით უმეტეს, რომ კანიესთან შეხვედრამდე ბიანკა საკმაოდ წარმატებული დიზაინერი იყო.
მშობლების თქმით, ეს არ ჰგავს მათი შვილის ნორმალურ ქცევას და ფიქრობენ, რომ ის სერიოზული ზეწოლის ქვეშაა ან კანიეიმ რაღაც შესთავაზა სანაცვლოდ, რაკი ასე იქცევა. "როგორც ჩანს, მას აკონტროლებს, თუმცა საპასუხოდ აძლევს აქციებს და უფლებებს საკუთარ პროექტებში და ამით აკავებს თავისთან".
ბიანკას მშობლები, რომელთაც, სხვათა შორის, მაფიასთან აქვთ კავშირები, ამ რომანს თავიდანვე არ ემხრობოდნენ. თუნდაც იმიტომ, რომ ბიანკზე უესტმა 2022 წლის დეკემბერში იქორწინა, კიმ კარდაშიანთან დაშორებიდან ერთ თვეში და ისინი ფიქრობენ, რომ ბიანკა მან გამოიყენა. თანაც, როგორც ცნობილია, არა მარტო აცმევს პროვოკაციულად და აიძულებს, მანეკენივით დაჰყვებოდეს გვერდით, არამედ უკრძალავს სოციალური ქსელების გამოყენებას. ასევე ბიანკას აქვს მთელი რიგი წესებისა, რომლებიც უნდა შეასრულოს, კონკრეტული პროდუქტების ჩათვლით, რომლების მირთმევაც შეუძლია და სამოსის ჩათვლით, რომლის ჩაცმის უფლებაც აქვს.
"მისი ოჯახი და მეგობრები ღელავენ, რადგან სულ უფრო მძიმდება სიტუაცია. ბიანკა ალბათ ვერ აცნობიერებს, რომ რითაც ის დადის, არა მხოლოდ საშინელებაა და ცუდ მაგალითს აძლევს სხვებს, არამედ პოტენციურად კანონსაც არღვევს", - ამბობს წყარო. მართლაც, ბიანკას უკვე რამდენჯერმე მისცეს შენიშვნა საზოგადოებრივ ადგილებში, სადაც ფაქტობრივად შიშველი ჩნდება.
თუმცა 30 წლის ბიანკას ბოლომდე უჭერს მხარს და გვერდში უდგას 20 წლის და ანჯელინა. მან ამჯერადაც, სკანდალის მერე, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ცნობილი ვიდეო და საზოგადოებას აუწყა, რომ არანაირად არ რცხვენია დის გამო.
ამ ეტაპზე ანჯელინა ძირითადად სოციალურ ქსელში აქტიურობს, ინფლუენსერია და სხვადასხვა ბრენდის სამოსს არეკლამებს და კიდევ - ისიც ცნობილი რეპერების საზოგადოებაში ტრიალებს.
რაც შეეხება ბიანკას, ის ავსტრალიაშია დაბადებული, მდიდარ ოჯახში. მელბურნის უნივერსიტეტში არქიტექტურის მაგისტრის ხარისხი მიიღო. სწავლის პარალელურად სულ მუშაობდა - სკოლის დამთავრებისთანავე შექმნა საიუველირო ბრენდი Nylons Jewellery. გარდა ამისა, ავსტრალიურ კომპანიებში სერიოზულ კარიერას იწყობდა. 2020 წელს გადავიდა ლოს-ანჯელესში და კომპანია Yeezy-ში დაიწყო დიზაინერად მუშაობა, რომელიც მაშინ უესტს ეკუთვნოდა.იქვე გაიცნო მომავალი ქმარი და დაიწყო ურთიერთობა, რომელიც ძალიან სწრაფად დაგვირგვინდა ქორწინებით. ბიანკას ძალიან ამსგავსებდნენ კიმს და უამრავი ფოტო ვრცელდებოდა, სადაც ისინი მართლაც გვანან ერთმანეთს.