დღეს საბავშვო ლიტერატურა სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება და წიგნებისადმი ინტერესის გასაძლიერებლად ინტერაქციული, ხმოვანი გამოცემებიც ჩნდება. ხმოვანი წიგნები მშვენიერი გზაა ბავშვებისთვის კითხვის სიყვარულის გასაღვივებლად, მაგრამ ხშირად ჩნდება კითხვა: – უდრის თუ არა ხმოვანი წიგნის მოსმენა წაკითხვას?
ფსიქოლოგები და პედაგოგები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კითხვა და მოსმენა განსხვავებული პროცესებია, ორივეს შეუძლია ბავშვის განათლებისა და კოგნიტიური უნარების გაუმჯობესება.
კითხვა აუმჯობესებს ვიზუალურ აღქმას, ბავშვის კონცენტრაციის უნარსა და დამოუკიდებელ აზროვნებას. მოსმენა კი ზრდის წარმოსახვას, აუმჯობესებს ლექსიკურ მარაგს და განვითარებულ მეტყველებას უწყობს ხელს.
ინტერაქციულობა – ერთ-ერთი საუკეთესო გზა ბავშვის დასაინტერესებლად
ხმოვან წიგნებში ხშირად ინტეგრირებულია სპეციალური ხმოვანი ეფექტები, მუსიკა და ანიმაციური დეტალები, რაც უფრო მეტად აღძრავს ბავშვის ყურადღებას და სწავლას უფრო სახალისოს ხდის.
ეს ლამაზად ილუსტრირებული, ფერადი წიგნი ცნობილ ქართულ ზღაპრებსა და მის გმირებს გაგაცნობს. თუ ღილაკს თითს დააჭერ, წიგნი ზღაპარს მოგიყვება კიდეც. ასე რომ, დაათვალიერე, წაიკითხე, მოისმინე - ეს სახალისო წიგნი შენთვის შეიქმნა.
ემოციური გადმოცემა
პატარა ბავშვებისთვის ტექსტის ინტონაციით აღქმა ძალიან მნიშვნელოვანია. ხმოვანი წიგნები ბავშვებს ეხმარება, უკეთ გაიგონ პერსონაჟების ემოციები და შეიქმნან განწყობა.
(ეს ლამაზად ილუსტრირებული, ფერადი წიგნი ცნობილ ქართულ ზღაპრებსა და მის გმირებს გაგაცნობს. თუ ღილაკს თითს დააჭერ, წიგნი ზღაპარს მოგიყვება კიდეც. ასე რომ, დაათვალიერე, წაიკითხე, მოისმინე - ეს სახალისო წიგნი შენთვის შეიქმნა).
ბავშვების ჩართვა ისტორიაში
ხშირად პატარებს უჭირთ წიგნებისადმი ყურადღების მიქცევა, მაგრამ ხმოვანი გამოცემები ხდის მათ ჩართულობას უფრო ხანგრძლივს და აქტიურს.
(გრუხუნი! ჩხაკუნი! გრიალი! ზუზუნი! ეს ხმაურიანი, ფაქტებით სავსე წიგნი გასწავლით ყველაფერს მანქანების შესახებ. გეძლევათ ყველა ტიპის მანქანის გაცნობის საოცარი შესაძლებლობა, რაშიც 10 განსხვავებული ხმა და ჩანართები დაგეხმარებათ).
უწყვეტი სწავლა და დამოუკიდებლობა
ბავშვები, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ კითხულობენ, ხმოვანი წიგნების საშუალებით სწავლობენ ახალ სიტყვებს და სწორად წარმოთქმას, რაც ამზადებს მათ მომავალი დამოუკიდებელი კითხვისთვის.
(ეს ლამაზად ილუსტრირებული, ფერადი წიგნი სიტყვების შესწავლაში დაგეხმარება. გინდა გაიგო, როგორ გამოითქმის ამა თუ იმ ცხოველის, ფრინველის, ფერის, რიცხვის, ხილისა თუ ბოსტნეულის სახელი? დააჭირე თითი ღილაკს და წიგნი გეტყვის თითოეულის დასახელებას როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. ასე რომ, დაათვალიერე, წაიკითხე, მოისმინე - ეს სახალისო წიგნი შენთვის შეიქმნა).
ფსიქოლოგების რეკომენდაციით, იდეალური მიდგომა ორივე პროცესის შერწყმაა – ხანდახან მშობლებმა უნდა წაუკითხონ ბავშვებს წიგნები, ხოლო ზოგჯერ მისცენ საშუალება, თავად მოუსმინონ ხმოვან ვარიანტს და წიგნები თამაშით შეიმეცნონ. ხმოვანი წიგნების მოსმენა არ ანაცვლებს წაკითხვას, მაგრამ ნამდვილად წარმოადგენს ეფექტურ და სასარგებლო ალტერნატივას, რომელიც აუმჯობესებს ბავშვის აღქმას და აღვივებს წიგნის სიყვარულს.
R