პატიმრობაში მყოფი 19 წლის სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის ციხიდან მოწერილ წერილს მამამისი ზურაბ ცეცხლაძე აქვეყნებს.
“მამიკოს.
ძალიან მიხარია, რომ მიუხედავად შვილის ფაქტორისა, არ ხარ მიკერძოებული და გესმის რომ მზია ამაღლობელის პოლიტიკური (და ჯანმრთელობის) მდგომარეობა ჩვენზე მწვავე და მძიმეა. რომ ის არის ნომერ პირველი პოლიტპატიმარი (როგორც შენ იტყოდი). ძალიან მიხარია, რომ საერთო საქმეში საკუთარ შვილს განკერძოებულად არ აყენებ.
გახსოვს რომ გეხუმრებოდი? ისე გიყვარვარ, რომ შენგან გიორგი სააკაძე არ გამოვა-თქო. არ ყოფილა ეგრე (სააკაძეობა ყველაზე კარგი გაგებით).
მიყვარხარ მამი, ჩემი გმირი ხარ. დედა ჩამიხუტე და ჩამიკოცნე.
29.01.2025 წ. შენი მზე-ჭაბუკი“.