"დიდი მადლობა ყველას, ვინც გულშემატკივრობდა ლუკას და გაუხარდა, რომ ამჯერადაც ჯარიმით და არა პატიმრობით დასრულდა სასამართლო პროცესი. მაგრამ აბა, დავფიქრდეთ, რა გვიხარია და რას ვულოცავთ ერთმანეთს? უკანონოდ გაკავებენ, გცემენ, გძარცვავენ, გაგინებენ, მერე კიდევ გცემენ და ამის შემდეგ ან გიჭერენ ან გაჯარიმებენ!
ეს გასაძლებია, ღირსეულად ასატანი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სასიხარულო, მით უმეტეს, რომ არც მე და არც არავინ არ იცის, კიდევ როდის დაგიჭერენ, გცემენ, გაგძარცვავენ... როცა ქვეყანაში ასეთი განუკითხაობაა, ბრძოლაა საჭირო, თავდაუზოგავი ბრძოლა, ზეიმით კი მაშინ ვიზეიმოთ, როცა ქვეყანაში აღარ გვეყოლება უკანონო პატიმრები, დასახიჩრებული, სიკვდილს შემთხვევით გადარჩენილი ახალგაზრდები, სიკვდილის პირას მიყვანილი მოშიმშილეები“, - ეს ყოფილი პოლიტიკოსის ირინა სარიშვილის "ფეიბუქპოსტის" ამონარიდია. მისი შვილი, ლუკა სარიშვილი 2 თებერვალს, "თბილისი მოლთან“ გამართულ აქციაზე დააკავეს. სასამართლო პროცესი უკვე შედგა, მას 2400-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრეს.
ლუკა სარიშვილი 28 წლისაა, გრაფიკოს-დიზაინერია და ამ სფეროში საქმიანობს. ქვეყანაში მიმდინარე რთული პოლიტიკური მდგომარეობა მას ძალიან აწუხებს, აბრაზებს და პროტესტს აქტიურად გამოხატავს.
რას ფიქრობს თავის უკვე მეორეჯერ დაკავებაზე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ამას ambebi.ge - თვის მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ (პირველი დაკავების შემდეგ მას 2000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯეს),
- 2 თებერვალს, რატომ დაგაკავეს? რა მოხდა?
- თავიდან "თბილისი მოლთან“ ადამიანების გარკვეულ რაოდენობა შევიკრიბეთ. ასე საათ-ნახევარში გადავწყვიტეთ, რომ მსვლელობა თბილისის ცენტრის მიმართულებით გაგვემართა. საპირისპირო მხარეს უნდა გადავსულიყავით და ასე წავსულიყავით. ვიცოდი, რომ ეს მსვლელობა, პოლიციასთან შეთანხმებული იყო. გზის სავალ ნაწილს დაგვითმობდნენ და გავივლიდით. ზაჰესთან გზა რომ იყოფა, მანდ ხალხი მარცხენა მხარეს გადავიდა, რომ ესტაკადაზე ასულიყო. ისინი გაატარეს და მერე ნაკადი შუაში გაგწყვიტეს და ნახევარი მარცხნივ აღმოჩნდა, ნახევარი - მარჯვნივ. მე იქით გადასვლა ვერ მოვასწარი. განაგრძეთ კითხვა