გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ „ბედნიერი საათები“ უკვე დაიწყო: 7 თებერვალს 12:00-დან 14:00 საათამდე გამომცემლობის ვებგვერდსა და აპლიკაციაში საკოლექციო მინი სერიის ნებისმიერი წიგნი შეგიძლიათ მხოლოდ 9 ლარად შეიძინოთ.
ეს გახლავთ „პალიტრა L-ის” ერთ-ერთი გამორჩეული სერია, რომელში შემავალი წიგნებიც არასტანდარტული ზომისა და ვიზუალისაა, არაჩვეულებრივია სასაჩუქრედ და ჩანთით სატარებლად, რათა თავისუფალი დრო ნაყოფიერად გამოვიყენოთ. პატარა ზომის, კომპაქტურ, სქელყდიან გამოცემაზე განსაკუთრებულად იზრუნა დიზაინერმა. თითოეული წიგნის ყდაზე ულამაზესი პატერნია გადმოცემული.
მინი წიგნების კოლექცია მსოფლიოში გამორჩეულ ავტორებსა და რომანებს აერთიანებს. ეს ნამდვილად გახლავთ სერია, რომელიც ნებისმიერი წიგნის თაროს დაამშვენებს. ამავდროულად, წიგნების კომპაქტური ზომა საშუალებას მოგცემთ თან ატაროთ და თავისუფალ დროს სიამოვნებით წაიკითხოთ თქვენი რჩეული ლიტერატურა.
სერიის გამორჩეული წიგნებია: შტეფან ცვაიგის „მარია სტიუარტი“, ჰომეროსის „ოდისეა“, სტენდალის „წითელი და შავი“, მარიუ პიუზოს „ნათლია“, ვიქტორ ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ და მკითხველის საყვარელი სხვა რომანი.
R