ყველას გვსურს ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება, რაც პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობის შენარჩუნებასთან, თუმცა რას ვაკეთებთ ამისთვის?
კანადელ-ამერიკელი ავტორი, ექიმი და მკვლევარი, პიტერ ატია, რომელმაც თავისი საქმიანობის დიდი ნაწილი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოს ამოხსნასა და მისი სამედიცინო საწყისების შესწავლას დაუთმო, გვიზიარებს, როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან ქრონიკული დაავადებები და რა არის პრევენციული მედიცინა, რომელიც დაბერების ბიომარკერებს ეფუძნება.
წიგნში, ხანგრძლივი სიცოცხლე, რომელიც ქართულ ენაზეც არის გამოცემული, დოქტორი პიტერ ატია გვიამბობს თავისი ცხოვრების შესახებ და კვლევებზე, მაგალითებსა და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გვაძლევს რეკომენდაციებს, როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა.
პიტერ ატია 30 წლის ასაკში მარათონელი მოცურავე იყო. მან კატალინას არხიც კი გადაცურა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდა, საკმაოდ ახალგაზრდამ თანდათან აღმოაჩინა, რომ უკვე აღარ იყო ჯანმრთელი და გულის დაავადებით ნაადრევი სიკვდილის გზას ადგა. ამის გაცნობიერებამ დღეგრძელობის საწყისების გააზრებამდე მიიყვანა: როგორ და რატომ ვკვდებით და როგორ შეგვიძლია გადავავადოთ ან სულაც თავიდან ავირიდოთ ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზია, მათ შორისაა გულის დაავადება, კიბო, ალცჰაიმერი და მეორე ტიპის დიაბეტი. ხანგრძლივად და უკეთესად ცხოვრების ამ ინოვაციური მანიფესტით, ხანგრძლივი სიცოცხლით ავტორი ხსნის, თუ როგორ მიიყვანა ამ მოგზაურობამ ჯანმრთელობის მნიშვნელობისა და მისი შენარჩუნების საშუალებების გადააზრებამდე.
ეს წიგნი შეგიქმნით ახალ ხედვას, მოგცემთ მოტივაციას, ჯანსაღი ჩვევები და საკუთარი ჯანმრთელობის გაფრთხილება არა დისკომფორტად, არამედ პრივილეგიად და ცხოვრების ერთადერთ სწორ წესად აღიქვათ.
დოქტორ პიტერ ატიას პროფესიული გამოცდილება
პიტერ ატიას კვლევებთან ერთად, სამედიცინო პრაქტიკის გამოცდილებაც აქვს. 2001-2006 წლებში ის ბალტიმორში მდებარე ჯონს ჰოპკინსის კლინიკაში ზოგადი ქირურგიის რეზიდენტი იყო, თუმცა კარიერა ამ მიმართულებით აღარ გაუგრძელებია. პარალელურად ის ჩართული იყო მელანომას სამკურნალო იმუნოთერაპიის კვლევებში.
რეზიდენტურის პროგრამის შეწყვეტის შემდეგ მან თავისი პრაქტიკა მსხვილ საკონსულტაციო კომპანიაში McKinsey & Company-ში გააგრძელა. ატიას საქმიანობის სფერო უკვე კორპორაციული რისკები და ჯანდაცვა იყო. 2014 წელს თავად დააფუძნა კლინიკა, რომელიც სპეციალიზებული იყო ხანგრძლივი სიცოცხლის მიღწევაზე. ატიას მიდგომებმა ათასობით ადამიანს შეუცვალა წარმოდგენა ცხოვრების წესზე.
დოქტორი ატია არის ავტორი ცნობილი ბლოგის - „კვების აკადემია“, რომელიც კვებისა და ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობას ეხება. ამასთან, პოპულარობით სარგებლობს მისი პოდკასტი The Peter Attia Drive, რომელშიც ყოველკვირეულად მასპინძლობს სხვადასხვა სფეროს ექსპერტს და მეტაბოლურ ჯანმრთელობაზე, სამედიცინო კვლევებსა და დღეგრძელი ცხოვრების „საიდუმლოზე“ საუბრობენ.
მისი წიგნი - „ხანგრძლივი სიცოცხლე“ დაგეხმარებათ ახალი მიგნებების აღმოჩენასა და ჯანსაღი ჩვევების გამომუშავებაში.
R