47 წლის კანიე უესტმა სოციალურ ქსელში რამდენიმე სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა, რომელთაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვიეს.
ერთ-ერთი პოსტი ცოლს ეძღვნებოდა, 30 წლის ბიანკა ცინზორის, რომელიც არაერთხელ აღმოჩნდა სკანდალში შიშველი გამოსვლების გამო და რომელზეც მშობლები ძალიან დარდობენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ის კანიეს ტყვეა.
"დიახ, მე ვდომინირებ ჩემს ცოლზე, ეს არ არის ფემინისტური ნაგავი. ის მილიარდერთან ცხოვრობს. თქვენ, სულელ ღატაკებს რატომ უნდა მოგისმინოთ? ხალხი ამბობს, რომ წითელ ხალიჩაზე მისი გამოსვლა მისი გადაწყვეტილება იყო. დიახ, მე არ ვაიძულებ იმის კეთებას, რაც მას არ სურს. მაგრამ ნამდვილად ვერ გააკეთებდა ამას ჩემი თანხმობის გარეშე... ის ორი წელია შიშველი დადის. ყველა გოგო პლანეტაზე იოცნებებდა ასეთ თამამ პლატფორმაზე, საკუთარი სხეულისთვის, ფულზე და ქმარზე, რომელიც მხარს უჭერს მის პირად თვითგამოხატვას".
ასევე დასძინა მოგვიანებით: "ერთადერთი, რაც არის უარესი ფულზე სექსისა, არის სექსი უფასოდ!"
კიდევ ერთი პოსტი მიუძღვნა ნაციზმს და ილონ მასკს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ნაცისტური მისალმების მსგავსი ჟესტით მიიქცია ყურადღება: "ილონმა მოიპარა ჩემი ნაცისტური SWAG ინაუგურაციაზე: ეი, ბიჭო, იპოვე შენი საკუთარი "მესამე რელსი" (ასე აღინიშნება საკამათო პოლიტიკური პოზიციები და განცხადებები). კანიემ ასევე საკუთარ თავს ნაცისტი უწოდა და ჰიტლერის სიყვარული დაადასტურა.
ასევე დაუთმო ყურადღება ებრაელებს. "ებრაელებს სინამდვილეში არ უყვართ თეთრი ხალხი და იყენებენ შავკანიანებს... მე მიყვარს, როცა ებრაელები მოდიან ჩემთან და მეუბნებიან, რომ აღარ შეუძლიათ ჩემთან მუშაობა. ეს ჩემი საყვარელი მომენტია".