ინვიტრო პროცედურის შემდეგ ხუთი ქალი ინფექციურ საავადმყოფოში მოხვდა. შემთხვევა მოსკოვის კლინიკაში დაფიქსირდა. პროცედურის შემდეგ ხუთი ქალი კლინიკაში ცხელებით და მწვავე სეფსისით გადაიყვანეს. დაწესებულების მუშაობა ამჟამად შეჩერებულია ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის დასრულებამდე.
7 თებერვალს ექიმებმა ინ ვიტრო განაყოფიერების პროგრამის ფარგლებში პაციენტებს პუნქცია გაუკეთეს. სულ რაღაც ორი საათის შემდეგ, ორმა კლიენტმა თავი ცუდად იგრძნო: ისინი ძალიან სუსტად იყვნენ, ჰქონდათ სიცხე 38 გრადუსამდე. ექიმებმა დაზარალებულთათვის სასწრაფო გამოიძახეს.
ერთ-ერთი ქალის ქმარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ცოლი კომაში ჩავარდა. ის ამჟამად ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული..
კლინიკაში ოპერაციის შემდეგ ქალმა ქმარს დაურეკა, რომ სახლში წაეყვანა, თუმცა იქ თავს უკეთ არ გრძნობდა.
„მას 11 საათზე ჰქონდა ვიზზიტი. ორ საათში უნდა დამერეკა, რომ მოვსულიყავი და მანქანით წამომეყვანა. მან დამირეკა და მითხრა, რომ კლინიკაში ცოტა ხნით დარჩებოდა, რადგან თავს კარგად არ გრძნობდა და ექიმთან კონსულტაცია სჭირდებოდა“, - ამბობს მამაკაცი.
ისკლინიკაში 16:00 საათზე მივიდა და მეუღლე საშინელ მდგომარეობაში ნახა: ”ფერმკრთალი იყო, სახეზე სიყვითლე ჰქონდა, ტუჩები ცისფერი, ძალიან ცუდად გამოიყურებოდა”.
სახლში მისვლისთანავე ქალის მდგომარეობა სამი საათის განმავლობაში გაუარესდა. შემდეგ სასწრაფოს გამოძახება გადაწყვიტეს. მამაკაცის თქმით, ექიმებმა ვერ გაიგეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზი.
ახლა პაციენტს თირკმელები და ღვიძლი უფუნქციოა, სუნთქვაც უჭირს და ექიმებმა ის ხელოვნურ კომაში შეიყვანეს.
ქმარი ვარაუდობს, რომ ეს სიტუაცია შემთხვევით არ შეიძლებოდა მომხდარიყო, რადგან მსგავსი სიმპტომები რამდენიმე პაციენტს დაუდგინდა, რომლებმაც ამ კლინიკაში იგივე პროცედურა გაიარეს. დაზარალებულის ქმარი არ გამორიცხავს, რომ ინციდენტი ექიმის შეცდომით ან პრეპარატის შენახვის წესის დარღვევით ყოფილიყო გამოწვეული.
ამჟამად კლინიკის მუშაობა შეჩერებულია ლაბორატორიული ტესტების შედეგებამდე და ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის დასრულებამდე.